მაიკ ტაისონს ოტელოს შესრულება მოუნდა

AutoSharing Option
ლეგენდარულ ამერიკელ მოკრივეს, მაიკ ტაისონს ბევრ ფილმში აქვს მიღებული მონაწილეობა, ოღონდ, ხშირ შემთხვევაში, ის საკუთარ თავს ასახიერებდა.

ამჯერად კი სკანდალურმა "რკინის მაიკმა" ოტელოს როლის შესრულების სურვილი გამოთქვა უილიამ შექსპირის პიესის ეკრანიზაციაში. ამის შესახებ გაზეთი "მირორი" წერს.

"ოტელო - ეს გამოწვევა იქნება ჩემთვის. თეატრში თამაშს, ალბათ, ვერ შევძლებ; სამაგიეროდ, კამერის წინ მუშაობა მიადვილდება. როლი ძალიან რთულია, ბევრი რამ უნდა ვისწავლო. მაგალითად, ლინგვისტებთან მომიწევს ბევრი მუშაობა. ჩემი აზრით, ცუდი არ იქნება, თუ ოტელოს შავი მამაკაცი ითამაშებს", - განაცხადა მაიკ ტაისონმა.

სუპერმძიმე წონაში
მსოფლიოს ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონის ბოლო ნამუშევარი კინოში რეჟისორ სპაიკ ლის ფილმი იყო - "მაიკ ტაისონი: სიმართლე, რომელიც ეჭვს არ ბადებს". სურათი 2013 წელს გამოვიდა ეკრანებზე და მასში მოკრივე საკუთარი ცხოვრების შესახებ გვიყვება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დაახრჩობს, თუ ყურს მოაჭამს?
:–)
09:38 20-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული