ფიურის სიმაღლესა და ხელების სიგრძეში უპირატესობა ჰქონდა და ჯების საშუალებით კარგად აკონტროლებდა დისტანციას. ჩისორა ცდილობდა ახლო ან საშუალო დისტანციაზე ბრძოლაში გადასვლას, მაგრამ ფიური კარგად მოძრაობდა და დარტყმებიც ზუსტი ჰქონდა.
ბრძოლა ასეთ სცენარით მე-10 რაუნდამდე გრძელდებოდა, როცა ფიური შეტევაში წავიდა. მან მძლავრი კომბინაციებით კუთხიდან კუთხეში არბენინა ჩისორა, რომლის გუნდმაც მე-11 რაუნდის წინ ბრძოლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
ფიურიმ კარიერაში 23-ე ბრძოლა ჩაატარა და 23-ედ
უფრო ადრე ფიური აცხადებდა, რომ უკრაინელი ჩემპიონი გაურბის მასთან შეხვედრას: "იძულებული ვარ, ყველგან ვსდიო მას, რადგან კლიჩკოს არ ჰყოფნის სითამამე იმისთვის, რომ შემებრძოლოს. ამ თითქოსდა პლანეტის საუკეთესო მძიმეწონოსანს სიკვდილივით ეშინია ჩემი".
2011 წელს ბრიტანელები ერთხელ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს უკრაინელთან ბრძოლის უფლების მოსაპოვებლად. მაშინაც ფიურიმ გაიმარჯვა, მაგრამ ვლადიმირმა უარი თქვა მასთან შეხვედრაზე. გარდა ამისა, ჩისორა 2010 წელს უნდა შეხვედროდა უკრაინელს, თუმცა ის ბრძოლა კლიჩკოს ტრავმის გამო გაუქმდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"