ოქრო ორი რუსის დამარცხებით

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ ბაქოში 18 წლამდელთა შორის საერთაშორისო ტურნირი დასრულდა, სადაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაც ბეჟან ჭიჭინავას ხელმძღვანელობით ოთხმა ქართველმა მოკრივემ იბრძოლა. აქედან სამი მედალს ვერ შესწვდა, სამაგიეროდ, ჩემპიონობა იზეიმა 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გორელმა ნიკოლოზ სეხნიაშვილმა, რომელსაც ბაქოში თან პირადი მწვრთნელი ილია ტლაშაძეც ახლდა.

ტურნირზე ისეთ ძლიერ ქვეყნებს, როგორებიც მასპინძელი აზერბაიჯანი, რუსეთი და სხვები არიან, თითო წონაში ორ-ორი მონაწილეც ჰყავდათ. ოქროს მედლისკენ მიმავალ გზაზე სეხნიაშვილმა ორ რუს მოკრივეს სძლია – მეოთხედფინალში მეორე ნომერს, ფინალში კი - პირველს. ნახევარფინალში
ნიკამ აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე პაკისტანელსაც მოუგო. განსაკუთრებით დაძაბული ფინალური ორთაბრძოლა გამოდგა, სადაც ბოლო წამებამდე ქულის მოპოვება ვერავინ შეძლო და სეხნიაშვილმა ზედ საფინალო გონგის წინ მიაყენა მოწინააღმდეგეს გადამწყვეტი დარტყმა.

ბაქოში ქართველებმა, ცხადია, წლის ბოლო ტურნირზე მოსინჯეს ძალები. შეგახსენებთ, მომავალი წლის სექტემბერში უფროსთა მსოფლიოს ჩემპიონატს სწორედ აზერბაიჯანის დედაქალაქი უმასპინძლებს.

იანვრიდან საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები დაახლოებით 40 მოკრივის შემადგენლობით ბაკურიანში გაერთიანებულ წვრთნას გაივლის, 1 თებერვლიდან კი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ ფალიანი რჩეულ სპორტსმენებს ბულგარულ შეკრებაზე წაიყვანს, რომელსაც ჩვენები ადგილობრივ ნაკრებთან ერთად გაივლიან. იქვე ფალიანის შეგირდები საერთაშორისო ტურნირზეც იასპარეზებენ. 2011 წელს ქართველ მოკრივეებს შინაარსიანი და დატვირთული გრაფიკი ელით და შესაბამისად, ამ თემაზე სისტემატურად მოგაწვდით ინფორმაციებს.



.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული