ტურნირზე ისეთ ძლიერ ქვეყნებს, როგორებიც მასპინძელი აზერბაიჯანი, რუსეთი და სხვები არიან, თითო წონაში ორ-ორი მონაწილეც ჰყავდათ. ოქროს მედლისკენ მიმავალ გზაზე სეხნიაშვილმა ორ რუს მოკრივეს სძლია – მეოთხედფინალში მეორე ნომერს, ფინალში კი - პირველს. ნახევარფინალში
ბაქოში ქართველებმა, ცხადია, წლის ბოლო ტურნირზე მოსინჯეს ძალები. შეგახსენებთ, მომავალი წლის სექტემბერში უფროსთა მსოფლიოს ჩემპიონატს სწორედ აზერბაიჯანის დედაქალაქი უმასპინძლებს.
იანვრიდან საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები დაახლოებით 40 მოკრივის შემადგენლობით ბაკურიანში გაერთიანებულ წვრთნას გაივლის, 1 თებერვლიდან კი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ ფალიანი რჩეულ სპორტსმენებს ბულგარულ შეკრებაზე წაიყვანს, რომელსაც ჩვენები ადგილობრივ ნაკრებთან ერთად გაივლიან. იქვე ფალიანის შეგირდები საერთაშორისო ტურნირზეც იასპარეზებენ. 2011 წელს ქართველ მოკრივეებს შინაარსიანი და დატვირთული გრაფიკი ელით და შესაბამისად, ამ თემაზე სისტემატურად მოგაწვდით ინფორმაციებს.
.