მაიკ ტაისონს რინგზე აბრუნებენ

AutoSharing Option
უცნაური განცხადება გააკეთა ლეგენდარულმა და სკანდალურმა პრომოუტერმა დონ კინგმა. ის საკრივო სამყაროს დაჰპირდა რინგზე ამერიკელი მაიკ ტაისონის დაბრუნებას. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კანადელი ბერმეინ სტივერნი სუპერმძიმე წონაში WBC-ის ტიტულს დაიცავს ამერიკელ დეონტეი უაილდერთან ბრძოლაში. ამის შესახებ ვებგვერდი Boxingscene-ი წერს.

"თუ ბერმეინი გაიმარჯვებს, შევეცდებით, დავაბრუნოთ ტაისონი რინგზე და მათ შორის ბრძოლა მოვაწყოთ. მომავალ შეხვედრას ასეთი სლოგანი ექნება: "დაბრუნება დიდებისკენ". სუპერმძიმე წონითი კატეგორია ისევ ყურადღების ცენტრში მოექცევა. ეს უნდა გახდეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბრძოლა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში", - განაცხადა კინგმა, რომელიც
სტივერნის ინტერესებს წარმოადგენს, მანამდე კი ტაისონთან მუშაობდა.

სტივერნსა და უაილდერს შორის ბრძოლა 17 იანვარს, ლას ვეგასში შედგება.

"რკინის მაიკმა", რომელიც ახლა 48 წლისაა, საკრივო კარიერა 2005 წელს დაასრულა. მან პროფესიულ რინგზე 58 ბრძოლა ჩაატარა და 50 მოიგო (44 - ნოკაუტით). ტაისონი კრივის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა აბსოლუტური ჩემპიონია სუპერმძიმე წონით კატეგორიაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული