კორი სანდერსის მკვლელებს 43 წელი მიესაჯათ

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის ქალაქ პრეტორიის სასამართლომ 43-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის, კორი სანდერსის მკვლელებს.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის სექტემბერში სამი ზიმბაბველი თავს დაესხა რესტორანს ძარცვის მიზნით. სწორედ ამ დროს სანდერსი რესტორნის შესასვლელთან თავის ქალიშვილსა და ძმას ელაპარაკებოდა. მოკრივემ გოგონას დაცვა სცადა და ის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მოგვიანებით ექს-ჩემპიონი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დამნაშავეები ამოიცნეს რესტორნის სტუმრებმა და საქმე მათი დახმარებით გაიხსნა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ადამიანი ლეგენდა,რომელმაც კლიშკო დაამარცხა ნოკაუტიტ
0

სიახლეები პოპულარული