ყაზახი მაიკლ ტაისონს დაეწია

AutoSharing Option
ყაზახმა მოკრივემ, გენადი გოლოვკინმა 72.6 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბრიტანელი მარტინ მიურეი დაამარცხა და მეცამეტედ დაიცვა WBA-ს ტიტული, რომელსაც 2010 წლიდან ფლობს.

ბრძოლა მე-11 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დასრულდა. ეს იყო გოლოვკინის ზედიზედ მე-19 ნოკაუტი და ამით მან გაიმეორა ლეგენდარული ამერიკელის, მაიკლ ტაისონის რეკორდი ვადაზე ადრე დასრულებული შეხვედრების რაოდენობით.

32 წლის ყაზახს პროფესიულ რინგზე 32-დან 32 გამარჯვება აქვს, აქედან 29 ნოკაუტით მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაზახეტს კოველტვის კავდატ დიდი მოკრივეები ვულოცავ
avtandili
13:53 26-02-2015
0

სიახლეები პოპულარული