რკინის მაიკი მტრედების მოშენებას შეგვასწავლის

AutoSharing Option

როგორც სააგენტო "როიტერი" იტყობინება, მარტში ტელეარხი Animal Planet დაიწყებს დოკუმენტური ტელესერიალის ჩვენებას, რომლის სახელწოდებაა - Taking On Tyson ("შეჯიბრება ტაისონთან"). მისი მთავარი გმირები იქნებიან სუპერმძიმე წონის ყოფილი ჩემპიონი მაიკ ტაისონი და მტრედები, რომელთა მოშენებითაც ლეგენდარული მოკრივე ბავშვობიდან იყო გატაცებული. სერიალი ექვსი ნაწილისგან შედგება. ის მოგვითხრობს მტრედების იმ სპეციალური ჯიშის გამრავლებასა და მომზადებაზე, რომელიც შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის არის განკუთვნილი. ტაისონის გარდა, სერიალში მონაწილეობას მიიღებს მტრედების სპორტის რამდენიმე თაყვანისმცემელი.

"აი, რით ვართ ახლა დაკავებული, - განაცხადა ტაისონმა. - მთელი ცხოვრება მტრედებს მივუძღვენი. მაშინაც

ასე იყო, როცა რინგზე ვიდექი ან ციხეში ვიჯექი. ეს ჰობი არ არის. ეს ისაა, რითაც სიკვდილამდე ვიქნებით დაკავებული".

 

გადაღებები ბრუკლინში მიმდინარეობს, სადაც ტაისონმა ბავშვობა გაატარა. მტრედების სპორტზე ინფორმაციის გავრცელების გარდა, სერიალი "რკინის მაიკის" ცხოვრებაზეც მოგვიყვება. "იქ არის დეტალები ჩემი ცხოვრებიდან. ძალიან დატვირთული და რთული წარსული მქონდა... ბავშვობის რამდენიმე ადგილსაც მოვინახულებთ, რომლებმაც ცუდი როლი ითამაშეს ჩემს ცხოვრებაში", - ამბობს მაიკი.

 

 

ვიტალიმ და სოლისმა ყველაფერი გაარკვიეს

პრაქტიკულად დასრულდა მოლაპარაკებები სუპერმძიმე წონაში WBC-ის სატიტულო ბრძოლაზე, რომელშიც მოქმედი ჩემპიონი ვიტალი კლიჩკო კუბელ ოდლანიერ სოლისს შეხვდება. მხარეებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას ყველაზე პრობლემატურ საკითხში. ეს გახლავთ ჰონორარის განაწილება. აუცილებელი პრეტენდენტი სოლისი დათანხმდა ამ ბრძოლისთვის 1.8 მილიონი დოლარის მიღებას.

 

ასე რომ, 19 მარტს გერმანიის ქალაქ კიოლნის საფეხბურთო არენაზე ვიტალი კლიჩკო კიდევ ერთხელ ეცდება საჩემპიონო ქამრის შენარჩუნებას.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული