მარტინ სკორსეზე მაიკ ტაისონზე მუშაობს

AutoSharing Option
ჰოლივუდის სახელგანთქმული რეჟისორი მარტინ სკორეზე ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებს ლეგენდარულ ამერიკელ მოკრივეზე მაიკ ტაისონზე. სურათში მთავარ როლს ჯეიმი ფოქსი შეასრულებს.

"ვაპირებ მოგიყვეთ მაიკ ტაისონის ისტორია, - ამბობს 47 წლის მსახიობი. - იდეა მარტინს ეკუთვნის. ეს მისი პირველი ფილმია კრივზე "ცოფიანი ხარის" შემდეგ, რომელიც 1980 წელს გამოვიდა ეკრანებზე. ისტორია მოკრივე ჯეიკ ლამოტაზე ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია ისტორიაში".

ეს ამბავი თავად მაიკ ტაისონმაც დაადასტურა, რომელმაც თავისი 44 ნოკაუტის კრებული განათავსა ინტერნეტში მოწოდებით: "დამეხმარეთ ავარჩიო 10 საუკეთესო ნოკაუტი, რომელიც მოხვდება მაიკ ტაისონის შესახებ ფილმში. მას
მარტინ სკორსეზე იღებს, მთავარ როლში კი ჯეიმი ფოქსი იქნება".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული