The Ring-მა საუკეთესო მოკრივეთა რეიტინგი განაახლა

AutoSharing Option
ავტორიტეტულმა ჟურნალმა The Ring-მა განაახლა საუკეთესო მოკრივეთა რეიტინგი.

ერთადერთი ცვლილება ის არის, რომ პირველად მოხვდა TOP10-ში რუსი მოკრივე სერგეი კოვალიოვი, რომელმაც 4 მარტს მერვე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა კანადელი ჟან პასკალი და შეინარჩუნა სამი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ნახევრად მძიმე კატეგორიაში.

რეიტინგში პირველ ადგილს კვლავინდებურად ამერიკელი ფლოიდ მეივეზერი ინარჩუნებს, ტოპ-ათეული კი ასე გამოიყურება.

1. ფლოიდ მეივეზერი
ქვეყანა: აშშ
კარიერა: 63-3-0 (53 KOs)
რეიტინგში ყოფნა: 183
ტიტულები: WBC, WBA - 69.9 კგ. WBC, WBA - 66.7 კგ

2. ვლადიმირ კლიჩკო
ქვეყანა:
უკრაინა
კარიერა: 47-0-0 (26 KO)
რეიტინგში ყოფნა: 241
ტიტულები: IBF, WBO, WBA - მძიმე წონა

3. მენი პაკიაო
ქვეყანა: ფილიპინები
კარიერა: 57-5-2 (38 KO)
რეიტინგში ყოფნა: 590
ტიტულები: WBO - 66.7 კგ

4. რომან გონსალესი
ქვეყანა: ნიკარაგუა
კარიერა: 42-0-0 (36 KO)
რეიტინგში ყოფნა: 41
ტიტულები: WBC - 50.8 კგ

5. გილერმო რიგონდო
ქვეყანა: კუბა
კარიერა: 15-0-0 (10 KO)
რეიტინგში ყოფნა: 81
ტიტულები: WBO, WBA - 55.3 კგ

6. ტიმ ბრედლი
ქვეყანა: აშშ
კარიერა: 31-1-1 (12 KO)
რეიტინგში ყოფნა: 236
ტიტულები: არც ერთი

7. ხუან მანუელ მარკესი
ქვეყანა: მექსიკა
კარიერა: 56-7-1 (40 KO)
რეიტინგში ყოფნა: 419
ტიტულები: არც ერთი

8. კარლ ფროჩი
ქვეყანა: ბრიტანეთი
კარიერა: 33-2-0 (24 KO)
რეიტინგში ყოფნა: 66
ტიტულები: არც ერთი

9. გენადი გოლოვკინი
ქვეყანა: ყაზახეთი
კარიერა: 32-0-0 (29 KO)
რეიტინგში ყოფნა: 5
ტიტულები: WBA - 72.5 კგ

10. სერგეი კოვალიოვი
ქვეყანა: რუსეთი
კარიერა: 27-0-1 (24 KO)
რეიტინგში ყოფნა: 1
ტიტულები: WBO, IBF, WBA - 79.4 კგ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კლიჩკოს და მეივეზერის ბრძოლის შედეგები პირიქითაა შეცდომაა
oto
25 მარტი 2015 21:02
0

სიახლეები პოპულარული