"ოქროს ბიჭის" პირობა

AutoSharing Option
დიდი კრივიდან 2009 წელს წასულმა ლეგენდარულმა ამერიკელმა ოსკარ დე ლა ჰოიამ რინგზე თავისი დაბრუნების პირობები დაასახელა.

"ოქროს ბიჭმა" განაცხადა, რომ პროფესიულ კრივში მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება. პირობა შემდეგში მდგომარეობს: სექტემბერში უნდა გაიმართოს ორთაბრძოლა ამერიკელ ფლოიდ მეივეზერსა და ყაზახ გენადი გოლოვკინს შორის. "ჩემი დაბრუნების ერთადერთი სცენარია სექტემბერში მეივეზერისა და გოლოვკინის ბრძოლის ჩატარება. ამ შემთხვევაში მომავალ წელს შევხვდები ამ ბრძოლაში გამარჯვებულს", - დაწერა საკუთარ "ტვიტერზე" დე ლა ჰოიამ.

გოლოვკინმა მაისში დაამარცხა ამერიკელი უილი მონრო და დაიცვა საშუალო წონაში IBO-ს, WBA-სა და WBC-ის
ტიტულები. მეივეზერმა კი 2 მაისს ფილიპინელ მენი პაკიაოს მოუგო და შეინარჩუნა WBA-სა და WBC-ის ტიტულები; აგრეთვე, მოიპოვა WBO-ს საჩემპიონო ქამარი, რომელიც მის მეტოქეს ეკუთვნოდა.

რამდენიმე დღის წინ დე ლა ჰოიამ უარი თქვა მეივეზერის შეთავაზებაზე და გამორიცხა სპორტში დაბრუნება, თუმცა, როგორც ჩანს, გარკვეული გეგმები მაინც გააჩნია ამასთან დაკავშირებით.

ოსკარმა პროფესიულ რინგზე 45 ბრძოლა გამართა და 39-ში გამარჯვებას მიაღწია. მას ექვს წონით კატეგორიაში 10 სხვადასხვა საჩემპიონო ქამარი აქვს მოგებული. საერთო ჯამში, ამერიკელს მსოფლიოს 17 ჩემპიონი ჰყავს დამარცხებული. გარდა ამისა, დე ლა ჰოიას 1992 წელს ბარსელონას ოლიმპიადა აქვს მოგებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული