ამ ბრძოლასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების 11 ქალაქში გაიმართა სარეკლამო ტური და ის ხუთშაბათს, ლოს ანჯელესში დასრულდა. კალიფორნიაში გამართული პრესკონფერენციის მსვლელობისას, მეივეზერი დაინტერესებას არ იჩენდა დარბაზში მიმდინარე საუბარზე და მთელს ყურადღებას თავის ქალიშვილს უთმობდა, რომელიც მოკრივის გვერდით იჯდა. თუმცა, მოულოდნელად, ამერიკელი მოკრივის ყურადღება მიიპყრო პრომოუტერული კომპანია Golden
ამ ფრაზის შემდეგ, მეივეზერს თვალები გაუფართოვდა, მაგრამ დაელოდა ალვარესის გამოსვლის დასრულებას. ამის შემდეგ კი მეივეზერმა ირონიულად უპასუხა დე ლა ჰოიას, რომელიც ერთხელ დამარცხებული ჰყავს პროფესიული კარიერის დროს. "მადლობელი ვარ იმის გამო, რომ აქ ვიმყოფები, - განაცხადა მეივეზერმა. - ამას ვერ მივაღწევდი, გვერდით ასეთი ბრწყინვალე გუნდი რომ არ მყოლოდა. სინამდვილეში, ამას ვერ ვიტყვი ოსკარზე, რადგან Golden Boy - ეს არის რიჩარდ შეფერი".
დე ლა ჰოია ამ სიტყვების შემდეგ აშკარად გაღიზიანდა, შეფერმა კი მოკრძალებით გაიღიმა.
თუმცა მეივეზერს ამით არ დაუმთავრებია Golden Boy-ის შეფზე თავდასხმა. "დაუჯერებელია, რომ თურმე "კანელო" ამხელა ვარსკვლავი ყოფილა. მას დიდ ჩხუბში მონაწილეობა არასოდეს მიუღია და ძირითადა, ჩემი შეხვედრების ანდერკარდზე იბრძოდა. მაგრამ, ოსკარმა გვითხრა, რომ ის ასეთი დიდი ვარსკვლავია", - დე ლა ჰოიასკენ მიბრუნდა და ასე თქვა ბოლო წინადადება ამერიკელმა მოკრივემ.
"იცი რა, ოსკარ, შენ შეგიძლია მეც დამიძახო "ოქროს ბიჭი", რადგან შენს გუნდში ყველა დავამარცხე. მე ახალგაზრდა ვარ, აქტიური, თვალისმომჭრელი და მდიდარი. ცხოვრება შესანიშნავია. სექტემბერში შევხვდებით", - დაასრულა თავისი გამოსვლა მეივეზერმა.
სხვათა შორის, ამ ტურნეს დროს, მეივეზერს ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს აზრი 34 წლის ფილიპინელის მენი პაკიაოს კარიერაზე, რაზეც ფლოიდმა განაცხადა, რომ მენი წარსულს ჩაბარდა.
"პაკიაო აღარ არსებობს, - განაცხადა ამერიკელმა. - მისი კარიერა დასრულებულია. ხუან მანუელ მარკესი - ლეგენდაა. მე მას დიდ პატივს ვცემ".
* * *
ამერიკული ტელეეარხი HBO დაინტერესებულია სუპერმძიმე წონაში საჩემპიონო ბრძოლის ტრანსლირებით. ამ შეხვედრაში ერთმანეთს უკრაინელი ვლადიმერ კლიჩკო და რუსი ალექსანდრ პოვეტკინი შეხვდებიან.
"შემიძლია დავადასტურო, რომ HBO განიხილავს კლიჩკოსა და პოვეტკინის ბრძოლის ტრანსლირების შესაძლებლობას, რადგან ხვდება, რომ ეს არის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კრივის სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა. მე და ჩემი პარტნიორები მზად ვართ განვიხილოთ ეს შესაძლებლობა HBO Sports-ის პრეზიდენტ კენ ჰერშმანთან", - აცხადებს პოვეტკინის პრომოუტერი ვლადიმერ ხრიუნოვი.
შეგახსენებთ, რომ კლიჩკოსა და პოვეტკინის ბრძოლაზე კონტრაქტს რამდენიმე დღის წინ მოეწერა ხელი. შეხვედრა 5 ოქტომბერს, მოსკოვში გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მალე დიდი კრივის თარიღი დასახელდება