მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მოკრივემ, მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა 6 სხვადასხვა წონით კატეგორიაში, 47 წლის მექსიკელმა ოსკარ დე ლა ჰოიამ განაცხადა, რომ კრივში დაბრუნებას აპირებს.
"პირველ რიგში, იმის ნახვა მინდა, რის გაკეთებას შეძლებს მაიკ ტაისონი. მე ვარჯიში არასდროს შემიწყვეტია, ფორმას მუდმივად ვინარჩუნებდი.
ბუნებრივია, ისეთ ფორმაში არ ვარ, 12 რაუნდის განმავლობაში ჩხუბი რომ შევძლო. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ამ დონემდე მისვლას შევძლებ. ვნახოთ, რა იქნება.
ძალიან მინდა ტაისონის ხილვა, მისი რეფლექსების შეფასება, შეხედვა, გაძლებს თუ არა 3-4 რაუნდს. გადაწყვეტილებას მაიკის ბრძოლის ნახვის
შემდეგ მივიღებ", - განაცხადა დე ლა ჰოიამ.
დე ლა ჰოიამ, რომელსაც კარიერაში მხოლოდ 6 მარცხი აქვს, 4-ჯერ ბოლო 7 მატჩში წააგო. ბოლო ჩხუბი კი 2008 წელს მენი პაკიაოს წინააღმდეგ გამართა.
მომზადებულია The Ring-ის მიხედვით