65 წლის მოკრივემ მსოფლიოს ჩემპიონი ბრძოლაში გამოიწვია

AutoSharing Option
სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ლარი ჰოლმსმა ბრძოლაში გამოიწვია უკრაინელი ვლადიმირ კლიჩკო.

"65 წლის ვარ და ვაცნობიერებ იმას, რომ შემიძლია მასთან ტიტულისთვის ბრძოლა. კლიჩკო ჩემთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მომეცით ექვსი თვე და ფორმაში ჩავდგები", - განაცხადა ამერიკელმა. ჰოლმსმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი აქტიური კარიერის დროს, კლიჩკო და თანამედროვეობის სხვა მებრძოლები "ვერ გადარჩებოდნენ".

გასული საუკუნის 80-იან წლებში, ჰოლმსს ეკუთვნოდა საჩემპიონო ტიტულები WBC-სა და IBF-ის ვერსიებით. 1982 წელს, ავტორიტეტულმა ჟურნალმა The Ring-მა ამერიკელი "წლის მოკრივედ" დაასახელა. 1973-2002 წლებში, ჰოლმსმა 75 ბრძოლა
ჩაატარა და 69 გამარჯვება (44 - ნოკაუტით) მოიპოვა, მათ შორის, მოჰამედ ალიზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამას ამ სიბერეში სიკვდილი მონატრებია.:D
beso
02:40 27-07-2015
0
რატომ? გამოწვევის გამო ვინ ვის მოუკლავს? გამოიწვია, თორემ...
Zurab
08:09 27-07-2015
0

სიახლეები პოპულარული