ავსტრალიელი ექიმები ქვეყანაში კრივის, როგორც სპორტის სახეობის აკრძალვას ითხოვენ

AutoSharing Option
ავსტრალიის მედიცინის ასოციაცია კვლავ გამოდის ქვეყანაში კრივის, როგორც სპორტის სახეობის აკრძალვის მოწოდებით. ამას წინ რინგზე მიღებული ტრავმების გამო ავსტრალიელი მოკრივის დევიდ ბრაუნ-უმცროსის გარდაცვალება უძღოდა.

დევიდ ბრაუნ-უმცროსი, რომელსაც პროფესიულ რინგზე 22 გამარჯვება, 2 მარცხი და ერთი ფრე ჰქონდა, სიდნეიში ერთ-ერთი რეგიონალური ტიტულისთვის ფილიპინელ კარლო მაგალის დაუპირისპირდა და მე-12 რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა.

კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი 28 წლის მოკრივე ქალა-თავის ტვინის ტრავმის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმები სამი დღის განმავლობაში იბრძოდნენ მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის, მაგრამ ამაოდ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული