დევიდ ბრაუნ-უმცროსი, რომელსაც პროფესიულ რინგზე 22 გამარჯვება, 2 მარცხი და ერთი ფრე ჰქონდა, სიდნეიში ერთ-ერთი რეგიონალური ტიტულისთვის ფილიპინელ კარლო მაგალის დაუპირისპირდა და მე-12 რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა.
კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი 28 წლის მოკრივე ქალა-თავის ტვინის ტრავმის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმები სამი დღის განმავლობაში იბრძოდნენ მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის, მაგრამ ამაოდ.