ბეტმენი კლიჩკოს დაემუქრა

AutoSharing Option
24 სექტემბერს, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გაიმართება საჩემპიონო ორთაბრძოლა სუპერმძიმე წონაში - ოთხი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი, უკრაინელი ვლადიმირ კლიჩკო ტიტულებს დაიცავს ბრიტანელ ტაისონ ფიურისთან შეხვედრაში.

გუშინ, ამ ბრძოლისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც ფიური უცნაურ ფორმაში გამოცხადდა.

კერძოდ, ბრიტანელი ჟურნალისტებთან ყვითელი "ლამბორჯინით" მივიდა. ტაისონს ბეტმენის კოსტიუმი ეცვა. ის დარბაზში წინ გაშვერილი მუშტით შევარდა, წრე დაარტყა და მაგიდასთან თავისი ადგილი დაიკავა. მოგვიანებით, დარბაზში გამოჩნდა ჯოკერის ფორმაში გადაცმული მამაკაცი, რომელიც ფიურიმ ნოკაუტში გაგზავნა. ამის შემდეგ, ტაისონმა კლიჩკოს მიმართა და განუცხადა უკრაინელს, რომ მისი ჯერი
მოვიდა.

დიუსელდორფში წარმატების შემთხვევაში, კლიჩკო ზედიზედ მეცხრამეტედ დაიცავს ჩემპიონის ტიტულს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
და მოიგო გუშინ კლიჩკომ?)))))აქ ტაბლოზე 24 ოქტომბერი წერია და რაშია საქმე???)))))
0

სიახლეები პოპულარული