უაილდერს პოვეტკინის ვარიანტიც აქვს

AutoSharing Option
2016 წლის პირველ კვარტალში, შესაძლოა, გაიმართოს ბრძოლა სუპერმძიმე კატეგორიაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონს, ამერიკელ დეონტეი უაილდერსა და რუს ალექსანდრ პოვეტკინს შორის.

"პოვეტკინი 4 ნოემბერს ჩაატარებს ბრძოლას რუსეთში, რის შემდეგაც გაიმართება შეხვედრა უაილდერთან", - დაწერა სოციალურ ქსელში WBC-ის პრეზიდენტმა მაურისიო სულეიმანმა.

პოვეტკინი WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონს აუცილებელი პრეტენდენტის სტატუსით შეხვდება. თავდაპირველად, 36 წლის პოვეტკინისა და 28 წლის უაილდერის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები ოქტომბრისთვის იყო დანიშნული, თუმცა ეს პროცესი უკვე დაწყებულია.

ადრე, უაილდერის მხარე გამოვიდა განცხადებით, რომ პოვეტკინი დოპინგს იყენებს, აგრეთვე გამოაცხადა, რომ
2016 წელს, ამერიკელი გეგმავს ტიტულების გამაერთიანებელი ბრძოლის ჩატარებას უკრაინელ ვლადიმირ კლიჩკოსთან.

პოვეტკინმა ბოლო ბრძოლა მაისში ჩაატარა, როცა მოსკოვში ნოკაუტით მოუგო კუბელ მაიკ პერესს. მისი მომდევნო ბრძოლა ასევე რუსეთში, პოლონელი მარიუშ ვახის წინააღმდეგ გაიმართება. უაილდერმა კი გასულ უქმეებზე დაიცვა ტიტული. ეს მისი 35-ე ბრძოლა იყო კარიერაში და 35-ე გამარჯვება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული