მაიკ ტაისონი მამა მერვედ გახდა

AutoSharing Option
ლეგენდარულ ამერიკელ მოკრივეს მაიკ ტაისონს მერვე ბავშვი შეეძინა.

44 წლის მსოფლიოს ყოფილ აბსოლუტურ ჩემპიონს კრივში და მის მეუღლეს ლაკიე სპაისერს ბიჭი შეეძინათ. ცოლ-ქმარს, რომელიც უკვე 10 წელია ერთად ცხოვრობს, ჯერჯერობით ბავშვისთვის სახელი არ დაურქმევიათ.

2009 წლის მაისის ბოლოს ტაისონმა უბედური შემთხვევის გამო ერთ-ერთი ქალიშვილი დაკარგა. გარდაცვლილი გოგონას დედა ტაისონის ერთ-ერთი საყვარელი იყო, რომელზეც ოფიციალურად დაქორწინებული არ ყოფილა. ტრაგიკული შემთხვევიდან ორი კვირის შემდეგ მაიკი და ლაკიე დაქორწინდნენ. ტაისონისთვის ეს მესამე ოფიციალური ქორწინებაა.


მომზადებულია radaronline.com-ის მიხედვით

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული