ვლადიმირ კლიჩკო ტაისონ ფიურის უფრთხის

AutoSharing Option
სუპერმძიმე წონაში ოთხი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა ვლადიმირ კლიჩკომ განაცხადა, რომ ბრიტანელი ტაისონ ფიური ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მოწინააღმდეგე იქნება მის კარიერაში. ამის შესახებ წერს ინტერნეტ-პორტალი Boxingscene.

"ამჯერად, მეტოქე ჩემზე მაღალი და მძიმე იქნება. ფიურის ძალიან გრძელი ხელები და სერიოზული ამბიციები აქვს. ეს ბიჭი მუდმივად იმეორებს, რომ ის საუკეთესოა მსოფლიოში. და ახლა, სურს ეს რინგზე დაამტკიცოს", - განაცხადა კლიჩკომ.

უკრაინელი მძიმეწონოსანი დაპირდა გულშემატკივრებს, რომ ბრძოლა საინტერესო იქნება. კლიჩკომ დაამატა, რომ მას გარკვეული დრო დასჭირდება იმისთვის, რომ მოერგოს ფიურის ბრძოლის მანერას.

26 წლის
ფიურიმ პროფესიულ რინგზე 24 ბრძოლა ჩაატარა და ყველა მოიგო (18 - ნოკაუტით).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული