ვლადიმირ კლიჩკო ბოლო 11 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
28 ნოემბერს დიუსელდორფში სუპერმძიმე წონაში უკრაინელ მოკრივე ვლადიმირ კლიჩკოსა და ბრიტანელ ტაისონ ფიურის შორის ბრძოლა გაიმართა.

შეხვედრა სენსაციურად IBF, IBO, WBO და WBA საჩემპიონო ქამრების მფლობელის ვლადიმირ კლიჩკოს მარცხით დასრულდა.

ფიურიმ მეტოქეს ქულებით აჯობა: 115:112, 115:112, 116:111.

იხილეთ ბრძოლის საუკეთესო მომენტები
Sportall.Ge

ორთაბრძოლა უკრაინელისთვის ძალიან რთული და დაძაბული გამოდგა. პირველივე რაუნდებიდან ფიური პროვოცირებდა კლიჩკოს აქტიური ქმედებებისკენ.

კლიჩკო მცირე რაოდენობის დარტყმებს ანხორციელებდა და ისინი ძირითად ან არაზუსტი ან იმდენად ძლიერი არ ყოფილა.

ფიურიმ კი ბრძოლისთვის სწორი ტაქტიკა აირჩია და პრაქტიკულად დარტყმებს არ
უშვებდა, ასევე ხშირად სახიფათოდ უტევდა საპასუხოდ.

რეალურად თუ ვიმსჯელეთ კლიჩკომ მხოლოდ ბოლო რაუნდი მოიგო, როცა მეტოქეზე აქტიური იყო.

საბოლოოდ მსაჯებმა ერთხმად გამარჯვება ფიურის მისცეს.

კლიჩკოს-ფიურის ბრძოლის შედეგების გამოცხადება
Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ ვლადიმირ კლიჩკოსთვის ეს პირველი მარცხია ბოლო 11 წლის განმავლობაში. ბოლოს კლიჩკო 2004 წლის აპრილში დამარცხდა. მაშინ უკრაინელი WBO-ს საჩემპიონო ქამრის ორთაბრძოლაში ამერიკელ ლაიმონ ბრიუსტერთან დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გააგორეს ხახოლი ჩემპიონი. მიშა იყო ნეტა მატჩზე?
karlo
10:02 30-11-2015
0

სიახლეები პოპულარული