ვლადიმირ კლიჩკომ თავისი მომავალი ჯერ არ იცის

AutoSharing Option
სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის, ვლადიმირ კლიჩკოს თქმით, საკუთარი მომავლის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად მას დრო დასჭირდება.

კლიჩკომ შაბათს, დიუსელდორფში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ბრიტანელ ტაისონ ფიურისთან წააგო.

"ოთხი დღე გავიდა და დრო მჭირდება იმის გასაცნობიერებლად, რა მოხდა სინამდვილეში. ამის შემდეგ გადავწყვეტ, როგორ მოვიქცე მომავალში.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა გულშემატკივარსა და ჩემს გუნდს. ისინი ყოველთვის მხარს მიჭერდნენ.

11-წლიანი დაუმარცხებელი პერიოდის შემდეგ ვხვდები, რომ რთულ დროს კიდევ უფრო უკეთესები ხართ. კლიჩკოს ისტორია გრძელდება. წაგება ვარიანტი არ არის", - დაწერა საკუთარ "ფეისბუკზე" მოკრივემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული