"მოგესალმებით. საშობაო საჩუქარი მაქვს ტაისონ ფიურისთვის და მთელი საკრივო სამყაროსთვის, - წერია უმცროსი კლიჩკოს განცხადებაში. - ვიყენებ რევანშის შესახებ პუნქტს. ბრძოლა 2016 წელს გაიმართება. დროისა და ჩატარების ადგილის შესახებ დამატებით შეგატყობინებთ".
29 ნოემბერს, ტაისონ ფიურიმ კლიჩკო ქულებით დაამარცხა და მას ოთხი საჩემპიონო ქამარი წაართვა.