ტაისონ ფიურის ერთი ტიტული წაართვეს

AutoSharing Option
ბრიტანელ სუპერმძიმეწონოსანს ტაისონ ფიურის ჩამოართვეს საერთაშორისო საკრივო ფედერაციის ვერსიით (IBF) მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. ამის შესახებ BBC-ის აცნობა ამ ორგანიზაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ლინდსი ტაკერმა.

"ფიურის ბრძოლა უნდა გაემართა IBF-ის ოფიციალურ პრეტენდენტთან ვიაჩესლავ გლაზკოვთან, მაგრამ ამის ნაცვლად, მან ვლადიმირ კლიჩკოსთან მატჩ-რევანშის ჩატარება ამჯობინა", - ახსნა ტაკერმა ფედერაციის გადაწყვეტილება.

აღსანიშნავია, რომ 27 წლის ფიური IBF-ის ჩემპიონი ჯამში მხოლოდ ორი კვირა იყო. მან ეს ტიტული, აგრეთვე WBA-სა და WBO-ის საჩემპიონო ქამრები უკრაინელ ვლადიმირ კლიჩკოს ჩამოართვა, როცა ეს მოკრივე დიუსელდორფში ქულებით დაამარცხა.

ფიურის უარის შემდეგ,
სუპერმძიმე წონაში IBF-ის ვაკანტური ტიტულისთვის ერთმანეთს შეხვდებიან გლაზკოვი და ამერიკელი ჩარლზ მარტინი. უკრაინელი გლაზკოვი 2008 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი გახლავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული