- შენ, ნაბიჭვარო, სწრაფად გადაიხადე ფული!
და მათთან პატარა ვიზიტის შემდეგ საჭირო თანხას გვიხდიდნენ, თუნდაც ფულის სესხება დასჭირვებოდათ.
მეფეებივით ვცხოვრობდით. უაინომ დაალაგა კავშირები სამზარეულოში მომუშავე თეთრკანიანებთან, აგრეთვე, ზოგიერთ კორუმპირებულ ზედამხედველთან, რომლებიც საიდუმლოდ გვამარაგებდნენ ყველანაირი საკვებით. ამიტომაც, როგორც წესი, სასადილოში არ მივდიოდით, თუ იქ ნაყინი არ იყო დესერტად.
ეჭვი მაქვს, უაინომ საერთოდ პირველად გასინჯა შემწვარი კრევეტები ბრინჯით. ერთხელ ის ხმამაღლა კითხულობდა წიგნს კლეოპატრას შესახებ და ჩვენ შორის ამ თემაზე კამათი წარმოიშვა. იყო სრული შთაბეჭდილება, თითქოს საუნივერსიტეტო კოლეჯის საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით. როცა ნამდვილი საშინაო კერძი მოგვინდებოდა, სიდიკს ვთხოვდით, რომ მის მეუღლეს ჩვენთვის გემრიელი სტეიკები მოემზადებინა თევზისა და სალათისგან.
დიდი ფართობის კამერაში ცხოვრება მოვისურვე. მე და უაინო ჩვენს მეგობარს დერიკს ვესტუმრეთ. ის კუთხის კამერაში ცხოვრობდა, რომელიც ჩვეულებრივ კამერაზე გაცილებით დიდი იყო. მეტი ადგილი მჭირდებოდა, თუნდაც იმიტომ, რომ მარტო ჩემი ფოსტა იკავებდა ძალიან დიდ ადგილს.
- უაინო, აღარ მინდა ამ სოროში, უფრო დიდი კამერა გვჭირდება, - ვთქვი მე. - უნდა შევხვდეთ ადმინისტრაციას და მოვილაპარაკოთ.
ის შეხვედრაზე მოელაპარაკა მისტერ ტერნერს, რომელიც ჩვენს განყოფილებას კურირებდა. თავის მხრივ, ის ემორჩილებოდა მისტერ დალტონს, რომელიც პასუხისმგებელი იყო ყველა კამერაზე. დავსხედით და უაინომ ჩვენი საქმეების შესახებ მოყოლა დაიწყო. ცდილობდა აეხსნა, რატომ გვჭირდებოდა დიდი ზომის კამერა.
და მიაღწია კიდეც ამას, რადგან, როგორც წესი, ადმინისტრაციასთან სხვა პატიმრების ინტერესებს წარმოადგენდა და საკმაოდ დიპლომატიურად მიჰყავდა დიალოგი. ტერნერს პუნქტების მიხედვით აუხსნა ჩვენი "კანონიერი მოთხოვნები" და დაინტერესდა - ხომ არ შეუძლია ადმინისტრაციას "განიხილოს ჩვენი ეს მოკრძალებული თხოვნა". მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ყველაფერი ჩავარდა. ვერ შევძელით ადმინისტრაციული ბარიერების გადალახვა.
- მისტერ ტერნერ, როცა მისტერ დალტონთან ერთად უქმეებზე ირმებზე სანადიროდ მიდიხართ ან მსვლელობას აწყობთ ცეცხლმოკიდებული ჯვრებით (აქ მინიშნებაა ულტრამემარჯვენე ორგანიზაცია "კუ-კლუქს-კლანზე", რომლის სიმბოლოა ცეცხლმოკიდებული ჯვარი), პარალელურად, ხომ არ შეგიძლიათ იზრუნოთ ჩემზე და ჩემს ძმაზე და უფრო დიდ კამერაში გადაგვიყვანოთ?
ტერნერი გაფითრდა. უფრო ფერმკრთალი გახდა, ვიდრე ჩვეულებრივ იყო.
- დიახ, მისტერ ტაისონ, ჩვენ ამ საკითხს დაუყოვნებლივ განვიხილავთ.
ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ არ გვაღირსეს უფრო ფართო კამერა.
ჩვენს ფინანსურ ანგარიშში ფიგურირებდა საკალათბურთო მწვრთნელი. ის ზედამხედველიც იყო და საიდუმლოდ გვამარაგებდა საკვებით და ჩემი საყვარელი ბრიოლინით. ვიცოდი, რომ სიხარბე ადამიანის არსის ერთ-ერთი საფუძველია. ისიც ვიცოდი, რომ ყოველთვის შეიძლება გადაიხადო და შენთვის ყველანაირ სისაძაგლეს გააკეთებენ. ადამიანების ყიდვა საკმაოდ იაფად შეიძლება. მაგრამ ბოლომდე არ მესმოდა ეს, ამიტომაც მუდმივად ზედმეტს ვიხდიდი.
ერთხელ მას ვუთხარი: "ეი, იქნებ ქალი მომიყვანო?" არც განძრეულა. იდგა და სახეზე ეწერა: "რამდენი გინდათ?"
- არ შეიძლება ისე მოაწყო, რომ შორს წასვლა არ დაგჭირდეს? შემიძლია პირდაპირ აქ მქონდეს სექსი რომელიმე ზედამხედველ ქალთან? 1000 დოლარს გადავუხდი.
გონებაში თავის წილზე ფიქრი დაიწყო.
- მაიკ, ამას სერიოზულად ამბობ? შემიძლია პირდაპირ ახლა დაველაპარაკო ერთ მეძავს. კლუბებიდან ვიცნობ ამ ძუკნას.
და ამას მთავაზობდა ზედამხედველი! ველოდებოდი, რომ რაღაც ამდაგვარს მეტყოდა: "ნუ დარდობთ ამის გამო. მოიცადეთ, ვნახავ რისი გაკეთება შემიძლია", - მაგრამ მარტივად დაიჯერა და მზად იყო ყველაფრისთვის. ამიტომაც ოდნავ ვნერვიულობდი - რაიმე შარში არ გამეყო თავი.
- ძმაო, ნამდვილი ველურივით იქცევი, - მითხრა უაინომ. - წადი კამერაში და დაიბანე. და საქმიანი ადამიანივით მოიქეცი.
და მე უარი ვთქვი ამ იდეაზე.
აქ მუდმივად ცდილობენ გატეხონ შენი მებრძოლი სული. თუ ხედავენ, რომ გყავს მეგობარი, რომელიც პატიმრობის ვადის გატანაში გეხმარება, ის სხვაგან გადაჰყავთ. სწორედ ასე მოიქცნენ უაინოს შემთხვევაში: ღამით გადაიყვანეს ვაბაშში, სრულიად ახალ დაწესებულებაში, რომელსაც მეოთხე, ყველაზე მაღალი უსაფრთხოების დონე ჰქონდა.
უაინო სწრაფად მიწერდა თავისი დისა და მეგობრების ტელეფონებს, რომ მათთვის დამერეკა და მეთქვა - სად გადაიყვანეს ჩემი მეგობარი.
ამის გამო, შევიზიზღე ციხის უფროსი ტრიგი. უნდა მომეფიქრებინა, როგორ მეძია მასზე შური. ის არავის უყვარდა. ყოველ ჯერზე, ეზოში გამოსვლისას, პატიმრები უყვიროდნენ: "შენი დედაც, ზანგო! ტყუილად ცდილობ ჯორჯ ჯეფერსონს (ამერიკული კომედიური სერიალების პოპულარული პერსონაჟი) დაემსგავსო. შენ, უბრალოდ, ბიძია თომა ხარ!" მახსოვს, მას ერთი ჩემი მეგობარი გოგონა მოეწონა, რომელიც ციხეში მაკითხავდა. ეს იყო ლამაზი მულატი. და ტრიგი მოსვლის უფლებას აძლევდა მაშინაც კი, როცა სიაში არ იყო შეყვანილი. ტრიგს ციხის ტერიტორიაზე სახლი ჰქონდა. და ჩემს მეგობარს შევთავაზე:
"გაყევი სახლში და გაერთე მასთან. რაღაცეების უფლება მიეცი და მაშინ საშუალება გვექნება სექსუალური ძალადობა დავაბრალოთ". მართლა ძალიან ვიყავი აღშფოთებული და მინდოდა რაიმე სისაძაგლე ჩამედინა, მაგრამ შემდეგ განწყობა შევიცვალე და ეს გეგმა აღარ განვახორციელეთ.
იმ დროს ნორმალურად შევეწყვე სხვა პატიმრებს. ვგრძნობდი, რომ ციხეში დიდი ნაძირალა იყავი, იმაზე მეტი, ვიდრე თავისუფლების დროს. ჩემი ეგოიზმი უსაზღვრო იყო. მაგრამ ყველამ იცოდა, რომ გულის სიღრმეში ნორმალური ბიჭი ვიყავი. თეთრი ხარ თუ შავი, ან კიდევ სხვა ვინმე, თუ რაიმე გჭირდება, რაც მაიკს აქვს, ის აუცილებლად გაგიმართავს ხელს. და არავის წინაშე ვალში არ ვყოფილვარ.
იმ მომენტიდან, რაც უაინო სხვაგან გადაიყვანეს, უბრალოდ, სანიმუშო პატიმარი გავხდი. მთელი ეს დრო არ ვასვამდი, არ ვეწეოდი მარიხუანას. არც მომყიდდა არავინ, სურვილიც რომ მქონოდა. ყველას უნდოდა ფორმა აღმედგინა და ციხიდან გასულს, ისევ დამეწყო ჩხუბი.
მაგრამ სექსზე უარს ვერ ვამბობდი, ამიტომაც სისტემის ჩარჩოებში ვცადე მისი მიღება. ეს მაშინ მოხდა, როცა ნარკოტიკული პროგრამის რანგში კონსულტაციის გავლა მაიძულეს. თუ ტესტს წარმატებით ჩააბარებ, შენი პატიმრობის ვადა მცირდება. ამიტომაც ყველა - ციხის ზედამხედველიდან დაწყებული, დონ კინგით დამთავრებული - ამ კურსების გავლას მაიძულებდა.
ნარკოლოგიც კი მოვიდა ჩემთან და მითხრა: "შემიძლია დაგეხმაროთ თქვენი ვადის ექვს თვემდე შემცირებაში". მე კი ამის აუცილებლობას ვერ ვხედავდი, რადგან მაშინ ისედაც არ ვერთობოდი ნარკოტიკებით. მაგრამ ეს ნაბიჯი, რეალურად შეაცირებდა ჩემი ციხეში ყოფნის ხანგრძლივობას. ასე რომ, წავედი კურსებზე, რომელსაც ერთ მომხიბვლელი ქალბატონი ატარებდა. ის ოდნავ მსხვილი იყო, მაგრამ ნაჩუქარ ცხენს კბილებს არ უსინჯავენ. კურსები რამდენიმე დღის დაწყებული იყო, როცა ჩემი სამუშაოს შესამოწმებლად მომიახლოვდა. არ ვიცი, რამ დამარტყა თავში, მაგრამ ყურში ჩავჩურჩულე:
- როგორ არის საქმეები?
ძალიან მომინდა მისი ხელში ჩაგდება. მომიბრუნდა და ქუჩურად მითხრა:
- ბიჭო, ვინმე ასე რომ დამლაპარკებოდა, აქედან პირდაპირ პენდლტონში (გამოსასწორებელი ციხე მედისონის ოლქში) გავუშვებდი. მკვლელებსაც კი შეუთავაზებიათ ჩემთვის ასეთი რამ.
- არა, მე მათ კატეგორიას არ მივეკუთვნები, - ვთქვი მე. - უბრალოდ, ვხედავ, რომ ვიღაცას დახმარება სჭირდება, როგორც მე. არ მინდოდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ვნახე, რომ ერთხელ შვილთან ერთად მოხვედით. ვხედავ, დიდად ვერ ეწყობით ერთმანეთს, ამიტომაც, თუ რაიმეში დახმარება დაგჭირდათ, აუცილებლად შემატყობინეთ. ბოდიში.
- გიჩივლებ და ადმინისტრაციისგან გაფრთხილებას მიიღებ. ნაბიჭვარო!
- ამ ყველაფერს სერიოზულად ვამბობ.
მაშინ მან მომიყვა, რომ ბოლო თავსხმის დროს, მის სახლში სახურავი ჩამოინგრა. და გავიფიქრე: "არის!"
- ე. ი. თქვენს სახლში სახურავი ჩამოინგრა, იქ კი პატარა ბავშვი გყავთ? შეიძლება გაჩდნენ მაწანწალა ძაღლები და უკბინონ მას. შეიძლება თქვენც შეგემთხვეთ რაღაც. არ შეგიძლიათ საკუთარი თავის დაცვა, რადგან მარტოხელა დედა ხართ.
- დიახ, ასეა. აპირებ ვინმე გამომიგზავნო მის შესაკეთებლად? - მკითხა მან. - და როგორ გააკეთებ ამას?
- უბრალოდ, მომეცით თქვენი მისამართი და ხვალ ამანათი მოგივათ, - დავპირდი მე.
ტელეფონს ვეცი, დავურეკე ჩემს ჩიკაგოელ მეგობარს და ვთხოვე - დილისთვის მასთან 10 ათასი დოლარი მიეტანა.
მეორე დღეს, ლამაზ კაბაში მოვიდა, შთამბეჭდავი მაკიაჟით და ბედნიერი ღიმილით. და გავიფიქრე: "ო-ო-ო, ჯანდაბა!"
- დღეს როგორ გაქვთ საქმეები, მისტერ ტაისონ?
როგორც მივხვდი, ამანათი მიიღო. ავნერვიულდი. არ ვიცოდი რა გაგვეკეთებინა. ოთახში მარტონი ვიყავით.
- იმ მაგიდასთან მიდით. იქ ფანჯრიდან ვერავინ ვერაფერს დაინახავს. დავიხრები, თქვენ კი უკნიდან მოდით.
- შესანიშნავია! - ვუთხარი მე.
ისე ვნერვიულობდი, რომ არაფერი გამომდიოდა. სასქესო ასომ მიღალატა. შემეშინდა, რადგან ეს შეიძლებოდა ხაფანგი ყოფილიყო. აქეთ-იქით ვიხედებოდი, თვალებით ფარული კამერას ვეძებდი. მეშინოდა, რომ ნებისმიერ მომენტში კარი გაიღებოდა და მეტყოდნენ - ეს გაუპატიურებაა.
ვცადე ეჭვების თავიდან ამოგდება, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა. ათსგვარ უხამსობას ვიხსენებდი, ხელით ვეხებოდი მას, ვლოკავდი, მაგრამ არ მიშველა. ვცადე კიდეც ჩემი უსიცოცხლო ასოთი მასში შესვლა, მაგრამ უშედეგოდ.
- არაფერი გამოდის. იქნებ სხვა დროს ვცადოთ.
(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"