ადამეკმა ტაისონის მძლეველი აირჩია

AutoSharing Option

პოლონელმა მძიმეწონოსანმა ტომაშ ადამეკმა ირლანდიელ კევინ მაკბრაიდთან ბრძოლის კონტრაქტი გააფორმა. ეს შეხვედრა ერთ-ერთ კლიჩკოსთან ჩხუბის რეპეტიცია უნდა გახდეს - შეგახსენებთ, რომ ადამეკმა უკრაინელი ჩემპიონების გუნდთან დადო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, 2011 წლის სექტემბერში ვიტალის ან ვლადიმერ კლიჩკოს წინააღმდეგ მოუწევს რინგზე გასვლა.

ჯერჯერობით უცნობია ადამეკისა და მაკბრაიდის ბრძოლის თარიღი და ადგილი. მაკბრაიდმა სახელი იმით გაითქვა, რომ 2005 წელს ნოკაუტით დაამარცხა ლეგენდარული მაიკ ტაისონი. თუმცა 37 წლის ირლანდიელს ბოლო ხუთი ბრძოლიდან ოთხი აქვს წაგებული და პოლონელთან აუთსაიდერად მიიჩნევა. სულ მაკბრაიდს პროფესიულ რინგზე 44-ჯერ

უჩხუბია, მოიგო 35 შეხვედრა (29 - ნოკაუტით) და რვაჯერ დამარცხდა. კიდევ ერთი ბრძოლა ფრედ დასრულდა. რაც შეეხება ადამეკის სტატისტიკას, ის ასე გამოიყურება: 43 ბრძოლა, 42 მოგება (27 - ნოკაუტით) და ერთი წაგება.

პოლონელმა კლიჩკოებთან მოლაპარაკება იანვრის ბოლოს დაასრულა. ხელშეკრულების თანახმად, ადამეკმა უკრაინელებთან შეხვედრამდე ერთი საშუალედო ბრძოლა უნდა მოიგოს, ერთ-ერთმა კლიჩკომ კი წარმატებით დაიცვას საჩემპიონო ქამარი.
მაკბრაიდთან ბრძოლა ბოლო იყო ტაისონის კარიერაში. მაშინ ირლანდიელმა ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა. მსაჯებმა მიიჩნიეს, რომ ტაისონს აღარ შეეძლო ბრძოლის გაგრძელება და მოგება მაკბრაიდს მიაკუთვნეს.

* * *

ამერიკელი მოკრივე ენტონი ჯონსი პროფესიულ რინგზე თავისი პირველი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. 29 იანვარს 28 წლის მოკრივემ ნოკაუტით წააგო ქვინსი პალმერთან, შემდეგ ორი დღე ებრძოდა სიკვდილს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ეს ინფორმაცია ამერიკული პრესაში ორი დღის დაგვიანებით გაავრცელდა.

როგორც გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი წერს, ჯონსის ბრძოლა პალმერთან არკანზასის შტატის ქალაქ ბენტონში გაიმართა და მეორე რაუნდში დასრულდა. სხვათა შორის პალმერიც გამოუცდელი მოკრივე გახლდათ: მისი ბრძოლა ჯონსთან მხოლოდ მეორე იყო პროფესიულ რინგზე.
სკოლაში ჯონსი ამერიკული ფეხბურთით იყო დაკავებული. იმავე გაზეთის ცნობით, ბრძოლის წინ პალმერმა სამედიცინო შემოწმება გაიარა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული