მსოფლიო და ევროპა ერთად

AutoSharing Option
ევროპის კრივის კონფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებით, ამიერიდან მოკრივეთა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები ერთსა და იმავე წელს გაიმართება, რომლებიც აქამდე მონაცვლეობით ტარდებოდა.

ეს ცნობილი გახდა გუშინ სტამბოლში გამართულ სხდომაზე. წლეულს ევროპის ჩემპიონატს ბულგარეთის დედაქალაქი სოფია უმასპინძლებს. ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ნაკრებისთვის, რომელმაც საერთო ფიზიკური მომზადება ბაკურიანში გაიარა და ახლა სწორედ რომ სოფიაში მიემგზავრება ბულგარელებთან ერთობლივი საწვრთნელი შეკრების ჩასატარებლად.

ჩვენი მოკრივეები 15-20 თებერვალს ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირშიც ჩაებმებიან.





.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული