ტაისონ ფიური მეივეზერზე მაღლა

AutoSharing Option
ბრიტანელი მძიმეწონოსანი ტაისონ ფიური 2015 წლის საუკეთესო მოკრივედ დასახელდა ავტორიტეტული ამერიკული გამოცემის - The Ring-ის მიერ.

ფიურის გარდა, ამ პრესტიჟულ პრიზზე პრეტენზიას აცხადებდნენ: გენადი გოლოვკინი (ყაზახეთი), რომან გონსალესი (ნიკარაგუა), საულ ალვარესი (მექსიკა) და ფლოიდ მეივეზერი (აშშ).

2015 წელს, 27 წლის ფიურიმ ორი ბრძოლა ჩაატარა. 28 თებერვალს, ნოკაუტით დაამარცხა რუმინული წარმოშობის გერმანელი მოკრივე კრისტიან ჰამერი, ხოლო 28 ნოემბერს, დიუსელდორფში ბრიტანელმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით უკრაინელ ვლადიმირ კლიჩკოს სძლია და ჩამოართვა მას IBF-ის, IBO-ს, WBO-სა და WBA-ის საჩემპიონო ქამრები.

მოგვიანებით, ტაისონს ჩამოერთვა IBF-ის
ტიტული იმის გამო, რომ უარი თქვა აუცილებელ პრეტენდენტთან, უკრაინელ ვიაჩესლავ გლაზკოვთან შეხვედრაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯერ დაამარცხოს ისეთი ძლიერი მოკრივეები როგორიც მეივეზერს ყავს დამარცხებული და მერე თქვას კლიჩკოს დაუდევრობის გამო მცირეოდენი უპირატესობა მიიღო და ჭკუაზე არაა :დ
levan naborashvili
20:58 30-05-2016
0

სიახლეები პოპულარული