ჯერჯერობით, ეს თარიღი ოფიციალურად დამტკიცებული არ არის, მაგრამ მხარეები შეთანხმებამდე მივიდნენ. გამოცემის ინფორმაციით, თავდაპირველად ფიურის სურდა კლიჩკოსთან რევანში ინგლისის რომელიმე საფეხბურთო სტადიონზე ჩაეტარებინა, მაგრამ, ახლა, ყველაზე სავარაუდო ვარიანტად მოსჩანს ბრძოლის გამართვა მიუნხენში "ალიანც არენაზე".
შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს, ფიურიმ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა კლიჩკო და ჩამოართვა მას IBF-ის, WBO-ს, WBA-სა და IBO-ის საჩემპიონო ქამრები.