ფიური-კლიჩკო II: 7 მაისს

AutoSharing Option
გამოცხადდა ბრიტანელ ტაისონ ფიურისა და უკრაინელ ვლადიმირ კლიჩკოს შორის მატჩ-რევანშის თარიღი. ამ მოკრივეების მეორე შეხვედრა 2016 წლის 7 მაისს გაიმართება. ამის შესახებ დაწერა The Daily Star-მა.

ჯერჯერობით, ეს თარიღი ოფიციალურად დამტკიცებული არ არის, მაგრამ მხარეები შეთანხმებამდე მივიდნენ. გამოცემის ინფორმაციით, თავდაპირველად ფიურის სურდა კლიჩკოსთან რევანში ინგლისის რომელიმე საფეხბურთო სტადიონზე ჩაეტარებინა, მაგრამ, ახლა, ყველაზე სავარაუდო ვარიანტად მოსჩანს ბრძოლის გამართვა მიუნხენში "ალიანც არენაზე".

შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს, ფიურიმ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა კლიჩკო და ჩამოართვა მას IBF-ის, WBO-ს, WBA-სა და IBO-ის საჩემპიონო ქამრები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული