მენი პაკიაოს ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს

AutoSharing Option
ფილიპინელ მოკრივეს მენი პაკიაოს, WBC-ის (მსოფლიო საკრივო საბჭო) ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 69.9 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ჩამოართვეს. ეს გადაწყვეტილება 8 თებერვალს WBC-ს დირექტორთა საბჭომ მიიღო. ასე, რომ პაკიაოს ერთადერთი ტიტული დარჩა: მსოფლიოს ჩემპიონის წოდება 66.7 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში WBO-ს (მსოფლიოს კრივის ორგანიზაცია) ვერსიით.

WBO-ს ვერსიით ტიტულს პაკიაო 2009 წლის ნოემბრიდან ფლობს, როდესაც მან პუერტორიკოელი მიგელ ანხელ კოტო დაამარცხა. 2010 წლის ნოემბერში ფილიპინელმა 69.9 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში აინაცვლა და მექსიკელი ანტონიო მარგარიტო დაამარცხა WBC-ის ვერსიით ვაკანტური ტიტულისთვის ბრძოლაში.

WBC-ის წესებით, მოკრივე,
რომელიც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ორ წონით კატეგორიაში ფლობს, 15 დღის განმავლობაში ერთ-ერთი ტიტული უნდა ამოირჩიოს. პაკიაომ თავად თქვა უარი WBC-ის ტიტულზე, განაცხადა რა, რომ 69.9 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბრძოლა არ სურს. 8 თებერვალს WBC-მ ფილიპინელს თავისი ტიტული ოფიციალურად ჩამოართვა.

ამჟამად WBC-ის ჩემპიონის ტიტული 69.9 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ვაკანტურია. ამ ტიტულისთვის ბრძოლის ერთ-ერთი მონაწილე 20 წლის მექსიკელი საულ ალვარესი იქნება. მისი მეტოქის ვინაობა უახლოეს ხანში გახდება ცნობილი.

რაც შეეხება პაკიაოს, თავის მომავალ ბრძოლას ის 7 მაისს ამერიკელი შეინ მოსლის წინააღმდეგ გამართავს. ამ დაპირისპირებაში ფილიპინელი WBO-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს 66.7 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში დაიცავს.


მომზადებულია fightnews.com-ის მიხედვით







.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული