დიდი ბრძოლის მოლოდინში

AutoSharing Option

12 მარტს ლას ვეგასში საინტერესო ბრძოლაა დანიშნული: ნიკარაგუელი ვეტერანი რიკარდო მაიორგა პუერტორიკოელ მიგელ ანხელ კოტოს შეხვდება. ამ ჩხუბთან დაკავშირებით გუშინ პირველი ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც მაიორგამ იხუმრა - ბრძოლის შემდეგ ჩემს მეტოქეს ვიშვილებ და მას მიგელ მაიორგას დავარქმევო.

ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ნიკარაგუელი ძალიან აქტიური იყო. მისი თქმით, ის აუცილებლად ნოკაუტში გაგზავნის კოტოს.


"როცა ჩემი მოწინააღმდეგე რინგზე დაეცემა, მსაჯი არ დაიწყებს ათამდე დათვლას. ის მაშინვე 911-ზე დარეკავს კოტოს საავადმყოფოში წასაყვანად", - ამბობს მაიორგა. თავდაპირველად რიკარდომ განაცხადა, რომ პუერტორიკოელს მეოთხე რაუნდში გაუშვებდა ნოკაუტში,

მაგრამ შემდეგ გეგმა შეცვალა - უმჯობესია ეს პირველ ან მეორე რაუნდში გავაკეთოო.

მაიორგასთან ბრძოლაში კოტო 69.9-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში WBA-ის "სუპერჩემპიონის" ტიტულს დაიცავს.


37 წლის მაიორგა ადრე მსოფლიოს ჩემპიონი იყო 66.7 და 69.9 კილოგრამში. სხვადასხვა დროს მას მეტოქეებად ჰყავდა ცნობილი მოკრივეები: ვერნონ ფორესტი, კორი სპინკსი, ფელიქს ტრინიდადი, ოსკარ დე ლა ჰოია, ფერნანდო ვარგასი და შეინ მოზლი.






.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული