საქართველოს მოკრივეთა ნაკრები ბაქოში ოლიმპიადის ლიცენზიებისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ დავით კვაჭაძის ხელმძღვანელობით, დღეს საქართველოს მოკრივეთა ნაკრები (მთავარი მწვრთნელი დავით წიკლაური) აზერბაიჯანის დედაქალაქში გაემგზავრება, სადაც მსოფლიო სალიცენზიო ტურნირი გაიმართება.

ეს არის რიოს ოლიმპიადის საგზურის მოპოვების ბოლო შანსი. ბაქოში ჩვენი ქვეყნის სპორტულ ღირსებას დაიცავენ: მერაბ თურქაძე (56 კგ), ევროპის ორგზის ვერცხლისპრიზიორი ოთარ ერანოსიანი (60), ლაშა გურული (64), გელა აბაშიძე (69), ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი ზაალ კვაჭატაძე (75) და იაგო კიზირია (81).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
16-25 ივნისს გაიმართება
alexsandre
21:53 16-06-2016
0
როგორც ვიცი ეს ტურნირი 14-26 ივნისამდე გრძელდება
გიო
09:57 15-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული