მოკრივემ კინაღამ საკუთარი თავი დაანოკაუტა

AutoSharing Option
ბრიტანელმა მძიმეწონოსანმა მოკრივემ ტაისონ ფიურიმ ერთ–ერთ ბრძოლაში კინაღამ თავისი თავი ჩააგდო ნოკაუტში. ფიურის თქმით, ორი წლის წინ თავის მეოთხე ბრძოლაში პროფესიონალურ რინგზე მან მარჯვენა ძლიერი აპერკოტი შეასრულა, მაგრამ ააცილა და მუშტი თვალებუა მოირტყა. დარტყმა იმდენად ძლიერი გამოდგა, რომ მოკრივემ ბრძოლის გაგრძელება რის ვაი-ვაგლახით მოახერხა.

ბრძოლა, რომელიც 2009 წლის 14 მარტს ბირმინგემში შედგა, ფიურიმ თანამემამულე ლუ სუეიბისთან გამართა. მეოთხე რაუნდში სუეიბიმ ბრძოლის გაგრძელებაზე უარი თქვა და რეფერიმ ფიურის ვადამდელი გამარჯვება დააფიქსირა. "ის დარტყმა ბევრ მოკრივეს ნოკაუტში ჩააგდებდა", - ახლახანღა აღიარა ბრიტანელმა.

22 წლის ტაისონ ფიური ერთ–ერთ ყველაზე პერსპექტიულ ბრიტანელ მოკრივედ მიიჩნევა. მან 13 ბრძოლა გამართა და 13 გამარჯვება მოიპოვა (ამათგან 9 ნოკაუტით). 19 თებერვალს ლონდონში ის თავის მორიგ ბრძოლას ბრაზილიელი მარსელო ლუის ნასიმენტოს წინააღმდეგ გამართავს.


მომზადებულია The Sun-ის მიხედვით





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული