ტაისონ ფიური წელს რინგზე არ დაბრუნდება

AutoSharing Option
სუპერმძიმე წონაში ორი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი ტაისონ ფიური წელს რინგზე დაბრუნებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანელმა მოკრივემ გააუქმა უკრაინელ ვლადიმირ კლიჩკოსთან ოქტომბრისთვის დანიშნული მატჩ-რევანში. ოფიციალურ მიზეზად ფიურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ტაისონს დეპრესია შეეყარა და არ არის მზად ძველ დონეზე ჩხუბისთვის.

ამის შემდეგ დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ ფიურის საჩემპიონო ქამრებს ჩამოართმევენ. უფრო მეტიც, ცნობილმა პრომოუტერმა ედი ჰირნმა განაცხადა, რომ ფიურის კარიერა, სავარაუდოდ, დასრულებულია. იმისთვის, რომ ბრიტანელი მოკრივის მომავალზე სპეკულაციებისთვის მოეღო ბოლო, ოფიციალური განცხადებით გამოვიდა ტაისონის ბიძა და მწვრთნელი
პიტერ ფიური.

"ვინ არის ედი ჰირნი? მასში თურმე გაერთიანებულია პრომოუტერი, ექიმი, ფსიქოანალიტიკოსი და ფსიქიატრი. ახლა კი ფიურის ოჯახის წევრიც გახდა. სხვანაირად ვერ ავხსნით მის კარგ ნაცნობობას ტაისონთან. სინამდვილე კი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი პრიორიტეტია - ტაისონი ბედნიერად გრძნობდეს თავს. ის მაშინ არის სახიფათო, როცა კარგ ფორმაშია. არ მინდა თუნდაც ცალი ფეხი დადგას რინგზე, თუ ფიზიკურად და მორალურად არ იქნება მზად. დღეისთვის, მისთვის საუკეთესო ადგილი - სახლია, სადაც შეუძლია მოდუნდეს ოჯახთან ერთად. რა თქმა უნდა, წელს ის რინგზე აღარ დაბრუნდება. ვვარაუდობ, რომ ეს მოხდება 2017 წლის დასაწყისში", - განაცხადა ბრიტანელის მწვრთნელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული