ტაისონ ფიურიმ კოკაინის მოხმარება აღიარა

AutoSharing Option
სუპერმძიმე წონაში ორი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა, ბრიტანელმა ტაისონ ფიურიმ კოკაინის მიღება აღიარა. ამის გამო, მას, შესაძლოა, ყველა ტიტული ჩამოართვან. უფრო ადრე, ბრიტანელის მიერ ჩაბარებულ დოპინგ-სინჯში კოკაინის კვალი აღმოჩნდა.

"ბევრი რამ ჩამიდენია ცხოვრებაში. ბევრი კოკაინი მიმიღია. რატომ არ უნდა გამეკეთებინა ეს? ეს ხომ ჩემი ცხოვრებაა?! მოვიქცევი ისე, როგორც მინდა.

დიახ, ვიღებდი კოკაინს. ეს ნივთიერება არ არის შედეგების გასაუმჯობესებლად. მისი მიღება ბოლო თვეებში დავიწყე. სხვა ნივთიერება არასოდეს მიმიღია.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სატრენაჟორო დარბაზში არ ვყოფილვარ. არ ვვარჯიშობდი და დეპრესიაში ჩავვარდი. უბრალოდ,
ცხოვრება აღარ მინდა - ხომ გესმით რაზე ვლაპარაკობ. ასე რომ, კოკაინი სრულიად უმნიშვნელო რამაა იმასთან შედარებით, როცა ცხოვრება გბეზრდება", - განაცხადა ფიურიმ.

რამდენიმე დღის წინ, 28 წლის ბრიტანელმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, მაგრამ იმავე დღეს თავის გადაწყვეტილებას ხუმრობა უწოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამაზე უფრო შიბლა და არანორმალური ერთდროულად მოკრივე ჯერ მსოფლიოს არ ჰყოლია.
ხვიჩა
10:31 06-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული