ტაისონ ფიურიმ საჩემპიონო ქამრებზე უარი თავისი ნებით თქვა

AutoSharing Option
ბრიტანელმა სუპერმძიმეწონოსანმა მოკრივემ, ტაისონ ფიურიმ თავის ნებით თქვა უარი WBO-სა და WBA-ს საჩემპიონო ქამრებზე.

ფიური არ დაელოდა მსოფლიო კრივის ორგანიზაციის გადაწყვეტილებას და საჩემპიონო ქამრები თავისი ნებით დათმო. ამის შესახებ BBC იუწყება.

"ახლა კიდევ ერთი ცხოვრებისეული გამოცდა მელის. მე ვიბრძოლებ. ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, რომელიც კრივს გამოადგება. მე ტიტულები რინგზე მოვიგე და მათი წაგებაც რინგზე უნდა მოხდეს, მაგრამ ახლა მე არ ვარ იმ მდგომარეობაში, რომ ჩემი საჩემპიონო ქამრები დავიცვა და ამიტომ ასეთი რთული გადაწყვეტილება მივიღე", - თქვა ბრიტანალმა მოკრივემ.

შეგახსენებთ, რომ
ტაისონ ფიურის დოპინგ-ტესტი კოკაინზე დადებითი აღმოჩნდა. ასევე, შესაძლოა, რომ ფიურის მოკრივის ლიცენზია ჩამოართვან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული