ლევან ღვამიჩავას ორში ორი

AutoSharing Option
25 თებერვალს 25 წლის ლევან ღვამიჩავამ (63,5 კგ) შოტლანდიურ ვიშოუში სარეიტინგო ბრძოლა გამართა. ჩვენებურმა ორ რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა წონაში უნგრელთა პირველი ნომერი ლასლო კომჟატი.

ოლიმპიადის მონაწილე, რომელიც ამჟამად ირლანდიაში, ქალაქ კორკში ვარჯიშობს, პროფესიულ რინგზე თავს ორივე შეხვედრის ნოკაუტით მოგებით იწონებს, ის ხომ ახალი გადასულია სამოყვარულო კრივიდან პროფესიულში. ღვამიჩავა 19 მარტს დუბლინში იკრივებს, მისი მეტოქე ჯერ უცნობია.

მანამდე, 18 თებერვალს სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში ორმა ჩვენებურმა იასპარეზა. მათგან ერთი, სანდრო სიფროშვილი ქვემძიმეწონაში მსოფლიოს ინტერნაციონალური ქამრისთვის (მსოფლიო კრივის ფედერაციის ვერსიით, WBF) იბრძოდა, მაგრამ
10-რაუნდიან ორთაბრძოლაში ქულებით დამარცხდა მასპინძელ დენის შიმჩიჩთან. ქვესაშუალოწონოსანმა სერგო ვართანოვმა კი მე-3 რაუნდში ნოკაუტით სომეხი ჟეგისე ტოვმასიანი დაამარცხა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული