მსოფლიოს ჩემპიონმა ნიეტესმა ტიტულზე უარი თქვა

AutoSharing Option
ფილიპინელმა პროფესიონალმა მოკრივემ დონი ნიეტესმა გადაწყვიტა, WBO-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულზე 47.6 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში უარი ეთქვა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ნიეტესი 49 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გადასვლას გეგმავს და WBO-ს ტიტულის მოპოვებას იქ შეეცდება.

47.6 კილოგრამამდე წონითი კატეგორია პროფესიონალურ კრივში ყველაზე "მსუბუქია". ნიეტესი, რომელსაც 13 მაისს 29 წელი შეუსრულდება, WBO-ს ჩემპიონი 2007 წლის სექტემბერში გახდა და მას შემდეგ ეს ტიტული ოთხჯერ დაიცვა.

პროფესიონალურ რინგზე მან სულ 31 ბრძოლა გამართა, 27 მოიგო (15 ნოკაუტით), ერთი მარცხი იწვნია და სამი დაპირისპირება ფრედ დაასრულა. WBO-ს
ტიტულს 49 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ამჟამად მექსიკელი ჯოვანი სეგურა ფლობს.


მომზადებულია fightnews.com-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული