ტაისონ ფიური დაბრუნდება

AutoSharing Option
სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის, ბრიტანელი ტაისონ ფიურის ბიძამ და მწვრთნელმა პიტერ ფიურიმ განაცხადა, რომ მისი შეგირდი მომავალ წელს აპირებს რინგზე დაბრუნებას.

უმცროსი ფიური უკანასკნელად რინგზე 2015 წლის ნოემბერში იყო, როცა ქულებით დაამარცხა უკრაინელი ვლადიმირ კლიჩკო და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა IBF-ის, WBO-სა და WBA-ის ვერსიებით. მოგვიანებით, მოკრივის სისხლში აღმოაჩინეს კოკაინი და ფიურიმ უარი თქვა საჩემპიონო ტიტულებზე , რათა მკურნალობაზე გადაეტანა კონცენტრაცია.

"ის ყოველდღე ვარჯიშობს და ნამდვილად აპირებს დაბრუნებას, - ამბობს BoxingScene-თან კომენტარში პიტერ ფიური. - მას რინგზე 2017 წლის
აპრილში ან მაისში იხილავთ და ტაისონი იმაზე უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე წინა წლებში. იმ დროის პერიოდში, რაც მას არ უჩხუბია, საერთოდ არაფერი დაუკარგავს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული