პარიზში სამი დღე მიმდინარეობდა ზამთრის სეზონის მთავარი სტარტი - დარბაზებისთვის ევროპის ჩემპიონი, რომელშიც საკმაოდ ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი და რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგი დაფიქსირდა.
ადგილობრივმა პუბლიკამ ყველაზე მეტად ისიამოვნა მამაკაცებს შორის ჭოკით მხტომელთა შეჯიბრით. ფრანგების იმედი გაამართლა მათმა კერპმა რენო ლავილენიემ, რომელმაც სამ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია: ქვეყნის რეკორდი, ევროპის ჩემპიონატების რეკორდი და მსოფლიოში სეზონის საუკეთესო შედეგი.
მასპინძელმა გამარჯვებისთვის 5.81 მეტრი სიმაღლის აღება იკმარა, შემდეგ მესამე ცდით დაძლია 5.91 მეტრი, ამას მოჰყვა პირველივე ცდაზე 6.03 მეტრზე დაგებულ თამასაზე გადაფრენა. ბოლოს ლავილენიემ იერიში
ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთი ცნობილი ფრანგი ათლეტი ტედი ტამგო გამოდის, რომელსაც ბოლო დღეს უნდა ეასპარეზა სამხტომში. მანამდე კი მან ძალები მოსინჯა სიგრძეზე ხტომაში. სამხტომელმა 8 მეტრს ვერ მიაღწია და 7.89 მეტრით ერთი ნაბიჯი დააკლდა საპრიზო სამეულამდე. აქ ტიტული შეინარჩუნა 2009 წლის ჩემპიონმა, გერმანელმა სებასტიან ბაიერმა, თუმცა მის მიერ ნაჩვენები 8.16 მეტრი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა ორი წლის წინ დაფიქსირებულ შედეგს.
ორი დღის შემდეგ გუნდურ ჩათვლაში სწორედ ფრანგები და გერმანელები დაწინაურდნენ, ჯამში კი 15 ქვეყნის წარმომადგენელმა მოიპოვა მედალი.
კაცები
3000 მეტრი
1. მო ფარა (ბრიტ) - 4.53,00; 2. ჰაილე იბრაჰიმოვი (აზე) - 7.53,32; 3. ჰალილ აქასი (თურ) - 7.54,19.
სიმაღლეზე ხტომა
1. ივან უხოვი (რუს) - 2,38 (სეზონის საუკეთესო დრო); 2. იაროსლავ ბაბა (ჩეხ) - 2,34; 3. ალექსანდრ შუსტოვი (რუს) - 2,34.
ჭოკით ხტომა
1. რენო ლავილენიე (საფ) - 6,03 (სეზონის საუკეთესო შედეგი, ეროვნული რეკორდი, ჩემპიონატების რეკორდი); 2. ჟერომ კლავიე (საფ) - 5,76; 3. მალტიე მორი (გერ) - 5,71.
სიგრძეზე ხტომა
1. სებასტიან ბაიერი (გერ) - 8,16; 2. კაფეტიენ გომი (საფ) - 8,03; 3. მორტენ იენსენი (დან) - 8,00.
60 მ/თარჯრბენი
1. პეტრ სვობოდა (ჩეხ) - 7,49; 2. გარფილდ დარიენი (საფ) - 7,56; 3. ადრიენ დეგელტი (ბელ) - 7,57.
ბირთვის კვრა
1. რაფლ ბარტელსი (გერ) - 21,16; 2. დავიდ შტროლი (გერ) - 20,75; 3. მაქსიმ სიდოროვი (რუს) - 20,55.
ქალები
400 მ
1. დენისა როსოლოვა (ჩეხ) - 51,73; 2. ოლესია კრასნომოვეცი (რუს) - 51,80; 3. ქსენია ზადორინა (რუს) - 52,03.
1500 მ
1. ელენა არჟაკოვა (რუს) - 4.13,78; 2. ნურია ფერნანდესი (ესპ) - 4.14,04; 3. ეკატერინა მარტინოვა (რუს) - 4.14,16.
სამხტომი
1. სიმონა ლა მანტია (იტა) - 14,60 (სეზონის საუკეთესო შედეგი); 2. ოლესია ზაბარა (რუს) - 14,45; 3. დანა ველდაკოვა (სლოვაკ) - 14,39.
ბირვით კვრა
1. ანა ავდეევა (რუს) - 18,70; 2. კრისტინა შვანიტცი (გერ) - 18,65; 3. ჟოზეფინ ტელრეცკი (გერ) - 18,09.
60 მ/თარჯრბენი
1. კაროლინ ნიუტრა (გერ) - 7,80; 2. ტიფანი ოფაილი (ბრიტ) - 7,80 (ეროვნული რეკორდი); 3. კრისტინა ვუკიჩევიჩი (ნორ) - 7,83 (ეროვნული რეკორდი).
ხუთჭიდი
1. ანტუანეტ იდა (საფ) - 4723 (სეზონის საუკეთესო შედეგი, ეროვნული რეკორდი); 2. აუსტრა სკუიიტე (ლიტ) - 4706; 3. რემონა ფრანსენი (ჰოლ) - 4665.