ამ შეჯიბრებაზე ნაცნობ სახეებთან ერთად ბევრი დებიუტანტიც ვიხილეთ. მათ შორის ზუგდიდელმა მარი ჩაკაბერიამ 100 მეტრზე რბენასა და ჩხოროწყუელმა თემო ცირამუამ 110 მეტრზე თარჯრბენში მესამე ადგილები დაიკავეს. საგულისხმოა, რომ ცირამუას ორგზის ოლიმპიელი დავით ილარიანი ავარჯიშებს.
მოასპარეზეთა შორის იყვნენ აზერბაიჯანელი და სომეხი სპორტსმენებიც, რომლებმაც კვარცხლბეკზე ადგილი რამდენჯერმე დაიკავეს, ბაქოელმა ლაეშ აბდულაევა სულაც 2012 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ნორმატივი
- სასიხარულოა, რომ ფედერაციის თასის გათამაშებამ საერთაშორისო სტატუსი მიიღო, - გვითხრა ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსი ახვლედიანმა. - ეროვნულ სტადიონზე გამართული პაექრობები მეზობელი ქვეყნებიდან უძლიერესი სპორტსმენების ჩამოსვლამ დაძაბული გახადა. მართალი გითხრათ, ჩვენი ათლეტებისგან უფრო მეტს მოველოდით, თუმცა ზოგიერთის შედეგით კმაყოფილი ვარ. მაგალითად, ბორესლავ სხირტლაძემ სიგრძეზე ხტომაში 7,77 მეტრი დასძლია.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გაზაფხულზე ნაჩვენები შედეგები მან მთელი 70 სანტიმეტრით გაუმჯობესა, მომავალი წლის დასაწყისისთვის სალიცენზიო ნორმატივის (8,20 მ) დაძლევაც არ უნდა გაუჭირდეს. კარგად იასპარეზა სამხტომსა და სიგრძეზე ხტომაში ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის ვერცხლის პრიზიორმა ლაშა ღულელაურმა, რომელმაც ეს-ეს არის მოიშუშა ტრავმები. საოლიმპიადედ გვეიმედება, ასევე, მარიამ ქევხიშვილი, დავით ილარიანი, სალომე რიგიშვილი, ზურაბ გოგოჭური. შემოდგომა-ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში თუ ნორმალურად ივარჯიშებენ, არ არის გამორიცხული, მათ რიგებს სხვებიც შეემატონ.
ახალ წლამდე დარჩენილ პერიოდში ის სპორტსმენები, რომლებიც სალიცენზიო შეჯიბრებებისთვის მოემზადებიან, ორ საწვრთნელ შეკრებას უცხოეთში გაივლიან - ერთს საფრანგეთში, მეორეს - გერმანიაში, ლატვიაში ან ლიტვაში, სადაც უკეთეს პირობებს შემოგვთავაზებენ.
იანვარში ჩვენს განახლებულ მანეჟში სომხეთისა და აზერბაიჯანის უძლიერეს ათლეტებთან ერთად ერთობლივი საწვრთნელი შეკრება გვექნება. ახლახან უკრაინიდან მოვიწვიეთ გამოცდილი მედიკოსები. ნაახალწლევს ისევ ჩამოვლენ, რათა ყველა სპორტსმენმა სერიოზული სამედიცინო შემოწმება გაიაროს და ამის საფუძველზე დაიგეგმოს მათი დატვირთვები.
განზრახული გვაქვს უცხოეთიდან რამდენიმე გამოცდილი სპეციალისტის ჩამოყვანა, რათა ჩვენს მძლეოსნებსა და მწვრთნელებს სალიცენზიო ტურნირებისთვის მზადებაში დაეხმარონ.
გაზაფხულზე სტამბოლში დარბაზებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება, ასევე, დაგეგმილია ახალგაზრდების ევროპისა და მსოფლიოს პირველობები, სალიცენზიო ტურნირები. მაქსიმალურად ვეცდებით ყველა ტურნირში მივიღოთ მონაწილეობა და სულ მცირე ლონდონის 3 საგზური მოვიპოვოთ.
ერთიც მინდა დავძინო: ფედერაციის თასის გათამაშებაში მონაწილეობის უფლება დავრთეთ 12 წლის ზუგდიდელ მარი ჩაკაბერიას. პერსპექტიული მოზარდი ჩანს. მან ეს ამ შეჯიბრებაზეც დაამტკიცა - 100 მეტრზე უფროსებთან პაექრობაში მე-3 ადგილი დაიკავა. ჩვენ წლეულსვე დავიწყეთ 2015 წლის თბილისის ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადება. შევარჩიეთ 1998-1999 წლებში დაბადებული პერსპექტიული გოგო-ბიჭები. მათ შორისაა ჩაკაბერიაც. ოქტომბრის ბოლომდე ამ ასაკის მოზარდებისთვის კიდევ ერთ შეჯიბრს გავმართავთ და ვეცდებით ახალი ტალანტები აღმოვაჩინოთ.
კვარცხლბეკი
ქალები. 100 მ. 1. სალომე სირაძე (ქუთაისი, 12,75), 2. სოფი ჩალაშვილი (თბილისი, 13,26), 3. მარიამ ჩაკაბერია (ზუგდიდი, 13,77); 200 მ. 1. სალომე სილაძე (ქუთაისი, 26,63), 2. სოფი ჩალაშვილი (თბილისი, 27,74), 3. მარიამ ბედუკაძე (თბილისი, 27,90);
100 მ თ/რ. 1. მაიკო გოგოლაძე (თბილისი, 15,25), 2. თამარ ჯალაღონია (ფოთი, 19,11), 3. მარი ძაგნიძე (ვანი, 20,30);
400 მ თ/რ. 1. თეა ფაცურია (ფოთი, 1.06,89), 2. თამარ ხაჟალია (ქუთაისი, 1.16,09), 3. გაიანე გაბრიელიანი (ახალციხე, 1.22,50);
400 მ. 1. თეა ფაცურია (ფოთი, 1.00,67), 2. მარიამ ბედუკაძე (თბილისი, 1.02,11), 3. სოფიკო ჩილინგარიშვილი (ახალციხე, 1.04,31);
800 მ. 1. გაიანე უსტიანი (ახალციხე, 2.17,21), 2. თინათინ პაპუაშვილი (ბორჯომი, 2.26,13), 3. დიანა ჯინისიანი (ახალციხე, 2.39,04);
1500 მ. 1. გაიანე უსტიანი (5.00,51), 2. დიანა ჯინისიანი (ორივე-ახალციხე, 5.19,78), 3. თამრიკო შამოევა (თბილისი, 5.51,48);
3000 მ. 1. გიული დეკანაძე (ვანი, 10.31,84); 3000 მ/წინაღობებით 1. ლაეშ აბდულაევა (ბაქო, 9.46,2);
5000 მ. 1. გიული დეკანაძე (ვანი, 18,39,16); 4X100. 1. ქუთაისი (51,64), 2. თბილისი (51,74), 3. ზუგდიდი (55,47); 4X400. 1. ახალციხე (4.31,53);
სიგრძე. 1. მაიკო გოგოლაძე (თბილისი, 5,83), 2. ლიკა ბიგვავა (ზუგდიდი (5,26), 3. ანი სირაძე (ქუთაისი, 5,19);
სამხტომი. 1. თამარ გელეიშვილი (11,96), 2. ანი სირაძე (ორივე-ქუთაისი, 10,91), 3. ნესტან ირემაძე (ჭიათურა 9,15);
ბირთვი. 1. სალომე რიგიშვილი (თიანეთი, 11,73), 2. ნათია ნაჭყებია (ფოთი, 9,56), 3. ალბინა არუთუნიანი (აჭარა, 8,12);
ბადრო. 1. სალომე რიგიშვილი (თიანეთი, 47,13), 2. ალბინა არუთუნიანი (აჭარა, 25,38), 3. ნათია ნაჭყებია (ფოთი, 23,67);
ვაჟები. 1. 100 მ. 1. ნათიკ აბასოვი (ბაქო, 10,4), 2. ბაჩანა ხორავა (ჩხოროწყუ, 10,7), 3. ლუდვიგ ზილბერშტეინი (ახალციხე, 10,8);
200 მ. 1. ნიკა კარტავცევი (ოზურგეთი, 22,03), 2. ლუდვიგ ზილბერშტეინი (ახალციხე, 22,14), 3. ბაჩანა ხორავა (ჩხოროწყუ, 22,30);
110 მ თ/რ. 1. დავით ილარიანი (თბილისი, 14,42), 2. რაგიმ მამედოვი (ბაქო, 14,43), 3. თემო ცირამუა (ჩხოროწყუ, 16,59);
400 მ თ/რ 1. ხაკიმ იბრაგიმოვი (ბაქო, 54,43), 2. დენის ჟვანია (თბილისი, 54,46), 3. იბრაგიმ ახმედოვი (ბაქო, 57,72);
400 მ. 1. ნიკა კარტავცევი (ოზურგეთი, 48,03), 2. დენის ჟვანია (თბილისი, 49,16), 3. ხაკიმ იბრაგიმოვი (ბაქო, 49,28);
800 მ. 1. ანდრანიკ მატინიანი (ახალციხე, 1.55,08), 2. თემურ ბაიკეევი (თბილისი, 1.55,87), 3. არტურ პეტროსიანი (სომხეთი, 1.56,35);
1500 მ. 1. ანდრანიკ მატინიანი (ახალციხე, 3.57,32), 3. თემურ ბაიკეევი (3.58,13), 3. დავით ხარაზიშვილი (ორივე-თბილისი, 4.09,84); 3000 მ. 1. ანატოლი ალეინიკოვი (ლაგოდეხი, 9.12,91), 2. გიორგი ლომიძე (თბილისი, 9.13,92), 3. რუდიკ მინასიანი (ახალციხე (10.11,40);
3000 მ/წინაღობებით. 1. სევაკ ეგიკიანი (სომხეთი, 9.35,8), 2. ჯეირან ხოფერია (ფოთი, 9.36,2), 3. ბექა გიორგაძე (ქუთაისი, 12.08,6);
4X100. 1. აზერბაიჯანი (42,86), 2. ზუგდიდი (45,15), 3. თბილისი (46,03);
4X400. 1. აზერბაიჯანი (3.20,58), 2. ახალციხე (3.33,58), 3. ქუთაისი (3.40,68);
სიგრძე. 1. ბოლესლავ სხირტლაძე (თბილისი, 7,77), 2. ლაშა ღულელაური (ახმეტა, 7,56), 3. გიორგი გურეშიძე (მარტვილი, 7,19);
სამხტომი. 1. ლაშა ღულელაური (ახმეტა, 15,20), 2. ავთო ღონღაძე (ქუთაისი, 13,14), 3. გიორგი რურუა (მარტვილი, 13,13); სიმაღლე. 1. ზურაბ გოგოჭური (თბილისი, 2,05), 2. ავთო ღონღაძე (ქუთაისი, 1,85).
ბირთვი. 1. ზურაბ გიგაია (ზუგდიდი, 15,03), 2. გიორგი ბედოშვილი (თბილისი, 14,48), 3. ზაზა გიგაია (მარტვილი, 12,56); ბადრო. 1. გიორგი ბედოშვილი (თბილისი, 47,13), 2. ილია მარტყოფლიშვილი (წნორი, 46,60), 3. ზურაბ გიგაია (ზუგდიდი, 44,93);
გუნდური. I ჯგუფი. 1. თბილისი (287), 2. ქუთაისი (237), 3. ახალციხე (193 ქულა); II ჯგუფი. 1. ოზურგეთი (104), 2. ახმეტა (81), 3. ხობი (74 ქულა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"