გზად დიდი სარბიელისკენ

AutoSharing Option
ნორჩი ქართველი მძლეოსნები აქედანვე მონდომებით ემზადებიან ევროპის ახალგაზრდობის 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალისთვის, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს.

ფედერაციის ინიციატივით, რეგიონებში ნიჭიერი გოგო-ბიჭების შესარჩევად რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. შედეგებით გამორჩეულთათვის თბილისში საწვრთნელი შეკრებებიც ჩატარდა.

ერთი კვირის წინ 1997-99 წლებში დაბადებულმა სპორტსმენებმა თბილისის ღია პირველობაზე იასპარეზეს, გასულ შაბათ-კვირას კი მძლეოსნობის მსოფლიოს დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში გამოსცადეს შესაძლებლობები.

საგულისხმოა, რომ ამ ერთკვირიან მონაკვეთში ბევრმა მონაწილემ შედეგები გააუმჯობესა. უპირველესად გვინდა გამოვყოთ თბილისის 74-ე საჯარო სკოლის მერვეკლასელი თემურ აბულაშვილი (1998 წლის 9 ივლისსაა დაბადებული), რომელიც ბადროს ტყორცნაში მეორე წელიწადია,
გივი ბედოშვილის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს.

თბილისის პირველობაზე მან ბადრო 53,78 მეტრზე გაგზავნა, ამჯერად კი 54,1-მეტრიან ნიშნულს გადააცილა და, ფაქტობრივად, ამ ასაკში საქართველოს რეკორდს დაუდო სათავე. როგორც მისმა მწვრთნელმა გვითხრა, აბულაშვილის შედეგი 14-წლიანთა შორის საუკეთესოა მსოფლიოში და სტაბილური სავარჯიშო ადგილი რომ გვქონდეს, უახლოეს ხანებში მეტის მიღწევა შეიძლება.

სიმაღლეზე ხტომაში ქრისტინა ზოლოტუხინამ ერთი კვირის განმავლობაში საკუთარი შედეგი 7 სანტიმეტრით გააუმჯობესა.

ამჯერად 152 სანტიმეტრით დაიკავა პირველი ადგილი, ბირთვის კვრაში კი მეორე იყო. ორჯერ ავიდნენ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ვანელი მარი ძაგნიძე, ქუთაისელები - ნანი სირაძე და გოგა მაღლაკელიძე... ორივე შეჯიბრების შედეგებით შეირჩევა 1998-99 წლებში დაბადებული ექვსი გოგო-ბიჭი, რომლებიც 2 ივნისს თურქეთში გაემგზავრებიან და საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებენ.

ივნისის ბოლო დეკადაში ნორჩ მძლეოსანთა ერთი ჯგუფი საწვრთნელ შეკრებაზე ჰელსინკში გაემგზავრება და ჩვენებურები იქვე ევროპის ჩემპიონატში მონაწილე უფროს თანამემამულეებს უქომაგებენ.

კვარცხლბეკი
გოგონები. 50 მ/თ. 1. მარი ძაგნიძე (ვანი, 8,1), 2. გულიკო გამზარდია (ფოთი, 8,2), 3. სალომე ფოცხვერაშვილი (ბორჯომი, 8,4). 100 მ. 1. ნანი სირაძე (ქუთაისი, 12,7), 2. მარი მარტინენკო (ახალციხე, 13,2), 3. თეონა მაჭარაშვილი (თბილისი, 13,3). 1000 მ. 1. დიანა ჯინისიანი (ახალციხე, 3.13,8), 2. ლიდა ბერძენიშვილი (თბილისი, 3.15,3), 3. დიანა პაპიკიანი (ახალციხე, 3.18,2). ამანათი 4X50 მ. 1. თბილისი - 27,8 (სალომე ხაჟომია, ალინა ეფიმოვა, ქრისტინა ზოლოტუხინა, თეონა მაჭარაშვილი), 2. ზუგდიდი - 29,4 (მეგი ლატარია, მარიამ ჯომედავა, მეგი გაწერელია, მარიამ ტაბაღუა), 3. ვანი - 27,7 (მაკა სანიკიძე, შორენა შარაშენიძე, სალომე კოპალეიშვილი, მარი ძაგნიძე). სიგრძე. 1. მარი ძაგნიძე (ვანი, 5,19), 2. სალომე ფოცხვერაშვილი (4,87), 3. ლარისა ჩადუნელი (ორივე - ბორჯომი, 4,60). სიმაღლე. 1 ქრისტინა ზოლოტუხინა (152), 2. ალინა ეფიმოვა (130), 3. ვიკა შიშლოვა (სამივე - თბილისი, 130). სამხტომი. 1. ნანი სირაძე (ქუთაისი, 9,60). ბირთვი. 1. მარიამ ალექსეევა (ქუთაისი, 8,91), 2. ქრისტინა ზოლოტუხინა (8,89), 3. მარიამ სიდამონიძე (ორივე - თბილისი, 8,78). ბადრო. 1. ნინო წიქვაძე (თბილისი, 35,36), 2. ნათელა უშიკიშვილი (თიანეთი, 35,08), 3, მარიამ სიდამონიძე (თბილისი, 25,16). შუბი. 1. ია რეხვიაშვილი (18,30), 2. ნანა ბექაური (ორივე - თბილისი, 16,00). ურო. 1. სოფო მათიაშვილი (თბილისი, 46,47).

ბიჭები. 100 მ/თ. 1 გოგა მაღლაკელიძე (ქუთაისი, 15,3), 2. გიორგი რიჟამაძე (თბილისი, 16,9), 3. გიორგი მირუაშვილი (ბორჯომი, 18,5). 100 მ. 1. გრიგოლ ახალაია (ხობი, 12,0), 2. რეზო გარდაფხაძე (ქუთაისი, 12,2), 3. ნიკა ჩიქობავა (ზუგდიდი, 12,3). 1000 მ. 1. რუდიკ მინასიანი (ახალციხე, 2.54,6), 2. სანდრო ღამბაშიძე (თბილისი, 3.02,2), 3. ვლადიმირ პაპიკიანი (ახალციხე, 3.05,4). ამანათი 4X50 მ. 1. ქუთაისი - 25,8 (გურამ ძოწენიძე, საბა კურდღელია, გოგა მაღლაკელიძე, რეზო გარდაფხაძე), 2. ზუგდიდი - 26,8 (დავით ჭედია, ნიკა ჩიქობავა, დავით ლუკავა, დიმიტრი ტეტუნაშვილი), 3. ხობი - 27,1 (გია რურუა, გოგა ცხადაია, გრიგოლ ახალაია, ზურიკო მატახერია). სიმაღლე. 1. გოგა მაღლაკელიძე (ქუთაისი, 155), 2. სანდრო ჯამერაშვილი (150), 3. გურამ ძოწენიძე (ორივე - თბილისი, 145). სამხტომი. 1. საბა კურდღელია (ქუთაისი, 11,62), 2. დათო ნარტყოშვილი (10,49), 3. ნიკოლოზ ყულოშვილი (ორივე - თბილისი, 9,14). ბირთვი. 1. გიორგი მუჯარიძე (გორი, 13,90), 2. შოთა გუგეშაშვილი (თბილისი, 12,03), 3. გრიგოლ ახალაია (ხობი, 10,63). ბადრო. 1. თემურ აბულაშვილი (თბილისი, 54,10), 2. მიხეილ კალაძე (რუსთავი, 40,10), 3. შოთა გუგეშაშვილი (თბილისი, 38,80). შუბი. 1. გიორგი კეთილაძე (ხონი, 30,80), 2. გია რურუა (ხობი, 30,02), 3. მიხეილ კალაძე (რუსთავი, 29,02). ურო. 1. გიორგი ტყემალაძე (53,57), 2. გიორგი ონიანი (48,29), 3. გურამ სამხარაძე (სამივე - თბილისი, 47,84). ჭოკი. 1. ლაშა ქარქუსაშვილი (თბილისი, 230). გუნდური. 1. ქუთაისი - 180, 2. თბილისი - 162, 3. ზუგდიდი - 130.

ალექსანდრე კოტორაშვილის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული