საქართველოს ჩემპიონატი: ლიცენზიის შანსი კიდევ აქვთ

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე მძლეოსანთა საქართველოს ღია ჩემპიონატში საპრიზო ადგილებისთვის მასპინძლებთან ერთად აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლებიც იბრძოდნენ და ჯილდოებიც გვარიანად მოიხვეჭეს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის არის, რომ ერევნელი ვარდან პახლევანიანი სიგრძეზე 8,12 მეტრზე გადახტა და ლონდონის თამაშების საგზური მოიპოვა - ოლიმპიურ ნორმატივს 2 სანტიმეტრით გადაამეტა.

თბილისელმა ბოლესლავ სხირტლაძემ 7,75 მეტრით მეორე ადგილი დაიკავა. ჩვენებურიც ოლიმპიადაზე ოცნებობს.

ნორმატივის შესასრულებლად მას ორი საერთაშორისო ტურნირი და ევროპის ჩემპიონატი რჩება, ისევე, როგორც თარჯმრბენ დავით ილარიანს (მან ეროვნულ ჩემპიონატზე 110 მეტრი თარჯებით 14,01 წამში დაფარა, სალიცენზიო ნორმატივი კი
13,60 წამია), ტრავმამოშუშებულ ბირთვის მკვრელ მარიამ ქევხიშვილს, ბადროს მტყორცნელ სალომე რიგიშვილს, სიმაღლეზე მხტომ ზურაბ გოგოჭურს (უკვე გაუწყეთ, რომ ზურაბმა თურქეთში საქართველოს რეკორდი 2,25 მეტრამდე გაზარდა).

შესაძლოა, საგზურისთვის ბრძოლაში ჩაერთოს სამმხტომელი ლაშა ღულელაური, რომელმაც ერთი კვირის წინათ თათია პაიკიძესთან ერთად ყაზახეთის ყოფილ დედაქალაქ ალმათიში ახალგაზრდების მსოფლიო პირველობის (ამ შეჯიბრებას ივლისში ბარსელონა უმასპინძლებს) ლიცენზია შეასრულა. 30 მაისსა და 2 ივნისს ილარიანი და სხირტლაძე, შესაბამისად, ისრაელისა და საბერძნეთის ტურნირებზე მოსინჯავენ ძალებს.

კვარცხლბეკი
ქალები. 100 მ. 1. დიანა ხუბესერიანი (ერევანი, 12,61), 2. სოფი ჩალაშვილი (თბილისი, 12,85), 3. სალომე სირაძე (ქუთაისი, 12,94). 200 მ. 1 დიანა ხუბესერიანი (ერევანი, 25,49), 2. სალომე აბშილავა (ზუგდიდი, 27,03), 3. სალომე სირაძე (ქუთაისი, 27,49). 400 მ. 1. გაიანე უსტიანი (ახალციხე, 1.00,62), 2. თეა ფაცურია (ფოთი, 1.02,54), 3. თამარ ხაჟალია (ქუთაისი, 1.02,62). 800 მ. 1. გაიანე ბულგადარიანი (ვანაძორი, 2.14,95), 2. გაიანე უსტიანი (ახალციხე, 2.16,58), 3. სოფო წულუკიძე (თბილისი, 2.29,17). 1500 მ. 1. გიული დეკანაძე (ვანი, 4.44,64), 2. თამარ შამოევა (თბილისი, 5.55,45). 3000 მ. 1. გიული დეკანაძე (ვანი, 10.05,17), 2. თამარ შამოევა (თბილისი, 12.51,33). 100 მ/თ. 1. მარი ძაგნიძე (ვანი, 16,90), 2. თამარ ჯალაღონია (ფოთი, 17,28), 3. დეა საზუაშვილი (თბილისი, 18,68). 400 მ/თ. 1. თეა ფაცურია (ფოთი, 1.08,54), 2. თამარ ხაჟალია (ქუთაისი, 1.11,66), 3. სალომე ჩაბაკაური (თბილისი, 1.15,09). სიგრძე. 1. სათენიკ ოგანესიანი (ერევანი, 6,20), 2. მარი ძაგნიძე (ვანი, 5,11), 3. ნესტან დათუნაშვილი (თბილისი, 5,10). სიმაღლე. 1 თამარ გელეიშვილი (ქუთაისი, 150). ბადრო. 1. ალბინა არუთუნიანი (აჭარა, 26,36), 2. სოფიო მუკათარიძე (თბილისი, 25,74), 3. ნათია ნაჭყებია (ფოთი, 23,65). შუბი. 1. თეა ფაცურია (26,32), 2. ნანა კორტავა (ორივე - ფოთი, 20,70), 3. ვერონიკა გალუზინსკაია (თბილისი, 19,36). სამხტომი. 1. სათენიკ ოგანესიანი (ერევანი, 12,69), 2. თათია პაიკიძე (ვანი, 12,67), 3. თამარ გელეიშვილი (ქუთაისი, 11,65). ჭოკი. 1. დიანა ზოლოტუხინა (თბილისი, 2.00). ბირთვი. 1. ნათია ნაჭყებია (ფოთი, 9,67), 2. ალბინა არუთუნიანი (აჭარა, 9,05), 3. მარი კეკელიძე (ოზურგეთი, 7,45). ამანათი. 4X100 მ. 1. ქუთაისი - 52,58, 2. თბილისი - 53,75. 4X400 მ. 1. თბილისი - 4.34,87.
ბიჭები. 100 მ. 1. ბაჩანა ხორავა (ზუგდიდი-ჩხოროწყუ, 10,75), 2. რუსტამ ალიევი (10,89), 3. ვუგარ მეხტიევი (ორივე - ბაქო, 10,93), 200 მ. 1. ენდრიკ ზილბერშტეინი (ახალციხე, 21,37), 2. ვადიმ რიაბიხინი (ბაქო, 21,37), 3. ბაჩანა ხორავა (ზუგდიდი-ჩხოროწყუ, 21,86). 400 მ. 1. ხაკიმ იბრაგიმოვი (ბაქო, 47,15), 2. ენდრიკ ზილბერშტეინი (ახალციხე, 47,68), 3. ვადიმ რიაბიხინი (ბაქო, 47,70). 800 მ. 1. ანდრანიკ მატინიანი (ახალციხე, 1.56,32), 2. თემურ ბაიკიევი (თბილისი, 1.56,50), 3. არტურ პეტროსიანი (სტეპანაკერტი, 1.56,95). 1500 მ. 1. ანდრანიკ მატინიანი (ახალციხე, 4.00,70), 2. მერაბ ქინიძე (თბილისი, 4.02,14), 3. გიგლა ზილბერშტეინი (ახალციხე, 4.02,39). 3000 მ. 1. ანატოლი ალეინიკოვი (ლაგოდეხი, 9.02,5), 2. გიორგი ლომიძე (თბილისი, 9.13,3), 3. მათე ჭედიშვილი (გარდაბანი, 9.50,1). 5000 მ. 1. ანატოლი ალეინიკოვი (ლაგოდეხი, 16.07,6). 110 მ/თ. 1. დავით ილარიანი (თბილისი, 14,03), 2. ლევან ფიფია (ზუგდიდი, 16,83), 3. ვაჟა ძაგანია (თბილისი, 16,88). 400 მ/თ 1. ხაკიმ იბრაგიმოვი (ბაქო, 52,47), 2. სამველ გრიგორიანი (56,78), 3. რომან ალეკსანიანი (ორივე - ერევანი, 57,68). 3000 მ/წ. 1. ჯეირან ხოფერია (ფოთი, 9.31,57), 2. აშოტ აირაპეტიანი (სტეპანაკერტი, 9.58,46), 3. გიგლა ზილბერშტეინი (ახალციხე, 10.05,77). სიგრძე. 1. ვარდან პახლევანიანი (ერევანი, 8,12), 2. ბოლესლავ სხირტლაძე (თბილისი, 7,75), 3. ტორი ნარკარიანი (ერევანი, 7,56). სიმაღლე. 1. ეიუბ ბაირამოვი (ბაქო, 210), 2. ავთანდილ ღონღაძე (ქუთაისი, 180), 3. დავით ალხანიშვილი (მარტვილი, 180). ბადრო. 1. გიორგი ბედოშვილი (თბილისი, 50,60), 2. დადაშ დადაშევი (47,73), 3. ტოფიკ მამედოვი (ორივე - ბაქო, 41,43). შუბი. 1. გიორგი კორტავა (ხობი, 33,56), 2. მერაბ ლატარია (ზუგდიდი-ხობი, 25,50). ურო. 1. ლერი ჩიტაიშვილი (თბილისი, 65,82). სამხტომი. 1. ლაშა ღულელაური (ახმეტა, 16,10), 2. კიარმან ჯამილოვი (ბაქო, 15,96), 3. გოგა მაღლაკელიძე (ქუთაისი, 13,87). ჭოკი. 1. ლაშა ქარქუსაშვილი (თბილისი, 2,40). ბირთვი. 1. ტოფიკ მამედოვი (ბაქო, 15,82), 2. გიორგი ბედოშვილი (თბილისი, 15,69), 3. რუსლან მელიკოვი (ბაქო, 15,30). ამანათი: 4X100 მ. 1. ზუგდიდი - 42,98, 2. თბილისი - 43,26. 4X400 მ. 1. ახალციხე - 3.27,77, 2. ქუთაისი - 3.37,66, 3. ვანი - 3.42,06.
გუნდური. I ჯგუფი. 1. თბილისი - 358, 2. ქუთაისი - 342, 3. ახალციხე - 332 ქულა. II ჯგუფი. 1. აჭარა - 106, 2. მარტვილი - 76, 3. ოზურგეთი - 64 ქულა.

ალექსანდრე კოტორაშვილის ფოტო
ლიცენზიის შანსი კიდევ აქვთ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული