დავით ილარიანი ოლიმპიელთა რაზმს შეუერთდა

AutoSharing Option
15 ივნისს, ბულგარეთში, საერთაშორისო ტურნირზე ოლიმპიური თამაშების ორგზის მონაწილე დავით ილარიანმა 110 მეტრი თარჯებით 13.58 წამში გაირბინა და ლონდონის ოლიმპიადის სალიცენზიო ნორმატივი (13.60) შეასრულა.

საგულისხმოა, რომ საქართველოს "სპორტის დედოფლისთვის" ეს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში გასამგზავრებელი მე-4 საგზური იყო.

აქამდე ამგვარი უფლება ჩვენი ქვეყნის სამ მძლეოსანს ჰქონდა მოპოვებული - მაიკო გოგოლაძეს, ბოლესლავ სხირტლაძეს (ორივე - სიგრძეზე ხტომა) და მასიეჟ როსიევიჩს (სპორტული სიარული).

15 ივნისსს ბაქოში გოგოლაძემ აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატი ოლიმპიური ნორმატივით (6.65) მოიგო, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ქართველი ლიცენზიატი სპორტულ ფორმას ინარჩუნებს
და პირადი მაჩვენებლის გაზრდას ჰელსინკში ევროპის ჩემპიონატზე შეეცდება, სადაც 25 ივნისიდან მასთან ერთად ბოლესლავ სხირტლაძე, დავით ილარიანი და სალომე რიგიშვილი (ბადრო) იასპარეზებენ.

საგულისხმოა, რომ სალომეს ორიოდე კვირის წინათ კიევის საერთაშორისო ტურნირზე ოლიმპიური ლიცენზიის შესრულებამდე 60 სანტიმეტრი დააკლდა. იმედია, ოცნებას ფინეთში აისრულებს.

ირალიანი ოლიმპიელია! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ესენი ოლიმპიადაზე ბოლო ადგილის ასახებად მიდიან?!
vova
11:51 16-06-2012
0
ნამდვილად მასსეა!.. მაგრამ ოლიმპიური თამაშების მთავარი ლოზუნგიც ხომ: მთავარია მონაწილეობაა და არა გამარჯვება!
ესენი გასაგებია, მაგრამ მასიეჟ როსიევიჩი(სპორტული სიარული)ვინაა ?
mirage
19:45 17-06-2012
0

სიახლეები პოპულარული