მძლეოსანთა ევროპის ჩემპიონატი - ქართველი სპორტსმენები ბოლო დღის იმედად

AutoSharing Option
ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში გრძელდება მძლეოსანთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს ხუთი წარმომადგენელიც ჩაება.

სამმა მათგანმა უკვე იასპარეზა: სიგრძეზე მხტომელებმა - მაიკო გოგოლაძემ და ბოლესლავ სხირტლაძემ მხოლოდ თითო ცდა გამოიყენეს და, შესაბამისად, 5,71 და 7,23 მეტრზე გადახტნენ, სიმაღლეზე მხტომელი ზურაბ გოგოჭური კი 210 სანტიმეტრზე გადებულ თამასას გადაევლო, მაგრამ მათი შედეგები ფინალურ ეტაპზე პაექრობის გასაგრძელებლად საკმარისი არ ღმოჩნდა.

30 ივნისს შეჯიბრებაში სალომე რიგიშვილი (ბადროს ტყორცნა) და დავით ილარიანი (თარჯრბენა) ჩაებმებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული