ლაშა ღულელაურმა ახალგაზრდების მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-6 ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
ორი ქართველი სპორტსმენით იყო წარდგენილი ჩვენი ქვეყანა ბარსელონაში ახალგაზრდების მსოფლიოს ჩემპიონატზე.

სამმხტომელი ლაშა ღულელაური საკვალიფიკაციო ეტაპზე 15,75 მეტრით ფინალში მოხვდა. იქ კი მეორე ცდაზე 16 მეტრზე გადახტა და მე-6 ადგილი დაიკავა. პირველ-მესამე ადგილები კუბელმა პედრო რიკარდომ (16,79), რუსმა არტიომ პრიმაკმა (16,60) და ბანგლადეშელმა ლატარიო კოლი-მინსმა დაიკავეს.

თათია პაიკიძეც სამხტომში სცდიდა ძალებს. კვალიფიკაციაში მას საკმაოდ მოკრძალებული შედეგი ჰქონდა - 11.46 მეტრი, რითაც, ცხადია, ფინალში ვერ მოხვდა. კვარცხლბეკზე ანა პელეტეირო (ესპანეთი, 14,17), დოვილე ძინძალეტაიტე (ლიტვა, 14,17) და ლუბა ზალდივარი (კუბა, 13,90) ავიდნენ.

16 მეტრით მეექვსეზე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული