დავით ილარიანმა და მაიკო გოგოლაძემ კვალიფიკაცია ვერ გაიარეს

AutoSharing Option
დავით ილარიანი ოლიმპიურ სარბიელზე მესამედ გამოვიდა, მაგრამ, როგორც წინა ორ თამაშებში, ლონდონშიც სასურველ მიზანს ვერ მიაღწია.

ათენში 110 მეტრი თარჯებით მან 13,72 წამში დაფარა და 48 მონაწილეს შორის 34-ე იყო. პეკინში 13,75 წამით 29-ე ადგილი დაიკავა და მხოლოდ ერთი ეტაპი გადალახა.

ლონდონში 110 მეტრზე თარჯებით 61 ოლიმპიელი ცდიდა ძალებს. ილარიანმა 13,90 წამით 51-ე ადგილი დაიკავა და კვალიფიკაციას ვერ გასცდა.

7 აგვისტოს საკვალიფიკაციო შეჯიბრება დაასრულეს სიგრძეზე მხტომელმა ქალებმა. სამწუხაროდ, მაიკო გოგოლაძემ ვერცერთი ცდა ვერ გამოიყენა და საბოლოოდ უადგილოდ დარჩა.

ფინალში ასპარეზობის
უფლება 12-მა მხტომელმა მოიპოვა.

მედლებისთვის იბრძოლებენ: სარა პროკტორი (დიდი ბრიტანეთი, 6,83), იანი დელოჩი (აშშ, 6,81), კარინ მელის მეი (თურქეთი, 6,80), ელენა სოკოლოვა (რუსეთი, 6,71), ივეტა რადევიცა (ლატვია, 6,68), ნასტასია მირონჩუკ-ივანოვა (ბელარუსი, 6,66), ანა ნაზაროვა (რუსეთი, 6,62), ლუდმილა კოლჩანოვა (რუსეთი, 6,57), ბრიტნეი რეესი (აშშ, 6,57), ელის ლესუერი (საფრანგეთი, 6,48), ივანა სპანოვიჩი (სერბეთი, 6,41) და ვერონიკა შუტკოვა (ბელარუსი, 6,40).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დავით, კარგი კაცი ხარ. ამ ასაკში რომ კიდევ მიიღე მონაწილეობა ოლიმპიადაზე, კარგია,თუ ახალგაზდობა მოგბაძავთ. ღმეთმა დაგლოცოს. მეღვრეკისი
gizog
13:48 08-08-2012
0

სიახლეები პოპულარული