ქალებს შორის 400 მეტრზე სირბილში მსოფლიოს ჩემპიონი სანია რიჩარდსი, შესაძლოა, ნაადრევად გამოეთხოვოს 2010 წლის სეზონს. ამერიკელ მორბენალს მყესებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და ამის გამო უარი თქვა აშშ-ის ჩემპიონატში გამოსვლაზე.
მყესების გარდა, რიჩარდსს ზურგიც აწუხებს, რომელიც ვარჯიშზე დაიზიანა. სანიამ გასულ უიქ ენდზე "ბრილიანტის ლიგის" მეექვსე ეტაპი გამოტოვა, რომელიც 3 ივლისს ამერიკის ქალაქ იუჯინში გაიმართა.
გია თვალაბეიშვილი