იმისთვის, რომ მხოლოდ მონაწილეობაზე დათანხმებულიყო, ფრანგებმა ბოლტს გარბენის ყოველ წამში 10 ათასი ფუნტი სტერლინგი შესთავაზეს! ბუნებრივია, აქ არ ითვლება ის საპრიზო ფონდი, რომელსაც ბოლტი წარმატების შემთხვევაში მიიღებს. ბოლტი 200-მეტრიან დისტანციაზე გამოვა და მხოლოდ მონაწილეობისთვის 200 ათასი ფუნტი სტერლინგით გამდიდრდება.
ეს ტურნირი ზაფხულში გაიმართება "სტად დე ფრანსზე", 6 ივლისს და აგვისტოში კი მსოფლიოს ჩემპიონატის დროა.
ასევე იხილეთ:
უსაინ ბოლტმა წლის პირველი სტარტი წააგო